საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93063

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, არსენ პეტრეს ძე გოგოლაშვილი იყო თეოლინე (თინა) არსენის ასული გოგოლაშვილის მამა.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, თეოლინე (თინა) არსენის ასული გოგოლაშვილის ოჯახი ფლობდა ბინას ქუთაისში, ლევაშოვის ქუჩაზე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქუთაისში თეოლინე (თინა) არსენის ასული გოგოლაშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 1-ელ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ივანე გიორგის ძე ჯორჯაძეს ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ირაკლი ივანეს ძე ანდრონიკაშვილი იყო ივანე გიორგის ძე ჯორჯაძის ძმისწული.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 28 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ივანე გიორგის ძე ჯორჯაძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ანასტასია გიორგის ასული ჯორჯაძე-ანდრონიკაშვილი იყო ივანე გიორგის ძე ჯორჯაძის და.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ივანე გიორგის ძე ჯორჯაძის გარდაცვალებას იუწყებოდნენ და − ანასტასია გიორგის ასული, და დისწული − ირაკლი ივანეს ძე ანდრონიკაშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაბრიელ ივანეს ძე ხუნდაძე აზერბაიჯანში საქართველოს სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვლადიმერ ფანცხავა იყო ნინა ზაქარიას ასულ დავითაშვილის მეუღლე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვლადიმერ ფანცხავა იყო გიორგი (გოგა) ზაქარიას ძე დავითაშვილის სიძე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნინა ზაქარიას ასული დავითაშვილი იყო გიორგი (გოგა) ზაქარიას ძე დავითაშვილის და.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ლადო ზაქარიას ძე დავითაშვილი იყო გიორგი (გოგა) ზაქარიას ძე დავითაშვილის ძმა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნიკოლოზ ზაქარიას ძე დავითაშვილი იყო გიორგი (გოგა) ზაქარიას ძე დავითაშვილის ძმა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარიამ ნიკოლოზის ასული დავითაშვილი იყო გიორგი (გოგა) ზაქარიას ძე დავითაშვილის დედა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ზაქარია ალექსის ძე დავითაშვილი იყო გიორგი (გოგა) ზაქარიას ძე დავითაშვილის მამა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, გიორგი (გოგა) ზაქარიას ძე დავითაშვილი სტუდენტი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 20 ნოემბერს სტუდენტ გიორგი (გოგა) ზაქარიას ძე დავითაშვის საკუთარი ბინიდან (ანდრეევის ქ. N22) გამოასვენებდნენ და კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 18 ნოემბერს სტუდენტი გიორგი (გოგა) ზაქარიას ძე დავითაშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სტუდენტ გიორგი (გოგა) ზაქარიას ძე დავითაშვილის პანაშვიდები გაიმართებოდა ყოველდღე მისამართზე: ანდრეევის ქ. N22.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ მამა ზაქარია ალექსის ძე დავითაშვილი, დედა მარიამ ნიკოლოზის ასული დავითაშვილი, ძმები − ლადო, ნიკოლოზი მეუღლით, და ნინა მეუღლესთან − ვლადიმერ ფანცხავასთან ერთად იუწყებიან, რომ 18 ნოემბერს გარდაიცვალა სტუდენტი გიორგი (გოგა) ზაქარიას ძე დავითაშვილი. მას 20 ნოემბერს კუკიის წმ. ნინოს სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ ქალაქის (თბილისი) პირველი საავადმყოფოს ექიმები მწუხარებით აუწყებდნენ საზოგადოებას, რომ 14 ნოემბერს უდროოდ გარდაცვლილ ექიმის თანაშემწე ალექსანდრა სიმონის ასულ ბახტაძეს საავადმყოფოდან გამოასვენებდნენ და დიდუბის ეკლესიის გალავანში დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 10 ნოემბერს ქალაქის პირველი საავადმყოფოს თანამშრომელი, ექიმის თანაშემწე ალექსანდრა სიმონის ასული ბახტაძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ N135 ნომერში გამოქვეყნებული ანონსის თანახმად, სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედ სახელმწიფო თეატრში სპექტაკლების დასაწყისი საღამოს 8 საათზე იყო გამოცხადებული. რეპერტუარი: 29 ოქტომბერს დაიდგამებოდა „ევგენი ონეგინი“, 30 ოქტომბერს − მ. მორდკინის ბალეტი, 31 ოქტომბერს − „ტაისი“, ხოლო 1-ელ ნოემბერს − „ვერტერი“.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 31 ოქტომბერს ქ. თელავში, წითელ ხიდთან მამაცურად დაღუპული რეზო მაყაშვილის სულის მოსახსენებლად ნახევარი წლის წირვასა და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.