საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90611

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა სადიხ ოსპარ-ოღლი მეხტიევის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 1266 მანეთი და 88 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: მფლობელობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა გიორგი ადამის ძე ადამაშვილის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 297 მანეთი და 46 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა ირაკლი კონსტანტინეს ძე აბხაზის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 6233 მანეთი და 86 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ კანონის შემოღება ურმის ბეგარის თაობაზე ბევრი ჭირისა და განსაცდელისგან იხსნიდა გლეხებს, რადგან ეს ბეგარა მხოლოდ მამასახლისების ჯიბეებს ავსებდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახელმწიფო ქონებათა გამგეობა თავისუფალი მამულების იჯარით გაცემის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდა გლეხებს, რასაც ორმაგი ზარალი მოჰქონდა ქვეყნისთვის. მამულებს ხელში მოხერხებული მოვაჭრენი იგდებდნენ და დროულად არ იხდიდნენ მამულის იჯარას.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხაილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკის წესდების თანახმად, გაიყიდებოდა ქუთაისში მდებარე ქვითკირის სახლი, რომელიც  ბესარიონ ანდრიას ძე ხელთუფლიშვილს ეკუთვნოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გლეხები და საიჯარო მამულები“.

1877

ტიპი: გარდაცვალება

1877 წლის 16 დეკემბერს ტყაჩირის წმ. კვირიკესა და ივლიტეს ეკლესიის მღვდელი ნესტორ სიმონის ძე ცქიტიშვილი გარდაიცვალა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ინფორმაციით 1878 წელს გამოუშვებდნენ ახალ გაზეთს „სასოფლო გაზეთი“, რომლის რედაქტორი და გამომცემელი პეტრე უმიკაშვილი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ გიორგის ძე კარბელოვის მიერ აღწერილი გორის მაზრის სოფელ ჭალის ღვთისმშობლის მიძინების „გულანზედ“ წარწერანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) იუწყება, რომ სიღნაღიდან მიიღეს ინფორმაცია, მაზრის მმართველი როგორ ცდილობდა სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და მოსახლეობისთვის ახსნას, რომ მათი ხმა საჭირო და აუცილებელი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ყველანი მოელოდნენ, რომ პლევნის აღებას...“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „მას აქედ, რაც საფრანგეთში მაკ-მაჰონი ძალაუნებურად...“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1-ელ იანვარს გასაყიდად უნდა გამოსულიყო გიორგი თუმანიშვილის მიერ შედგენილი წიგნი „ალმანახი“, რომელიც ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებში 2 აბაზად გაიყიდებოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მოკლე ბიოგრაფია ბესარიონ ჯაფარიძის შესახებ, რომელიც შეადგინა კორესპონდენტმა ი. ი-ძემ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია ოსმალოს საქართველოში მდებარე სოფლებისა და ქალაქების სახელწოდების შესახებ, რომელიც ამოღებულია რაფიელ ერისთავის სტატიიდან „ცნობანი ოსმალოს საქართველოზე“ და წიგნიდან „სამი თვე ოსმალოს საქართველოში“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია ოსმალოს საქართველოში მცხოვრებ თავადზანაურთა გვარებისა და მათი დამოკიდებულების შესახებ, რომელიც ამოღებულია რაფიელ ერისთავის სტატიიდან „ცნობანი ოსმალოს საქართველოზე“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში- ფარნაოზ ნათიევისას, ქუთაისში - ალექსი ჭიჭინაძის წიგნის მაღაზიაში და ახალციხეში - ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა შემდეგი წიგნები: თ. ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები და შექსპირის „მეფე ლირი“.

1877

ტიპი: გარდაცვალება

1877 წლის 29 დეკემბერს სოფ. კორბოულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ გლახუას ძე შეყლაშვილი გარდაიცვალა.

1877

ტიპი: გარდაცვალება

1877 წლის 29 დეკემბერს სოფ. მოძვის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ გლახუას ძე შეყლაშვილი გარდაიცვალა.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

1878

ტიპი: სტატუსი

1878 წელს დიმიტრი ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1878

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ნიკოლოზ ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წელს გამოიცა „იგავ-არაკნი კრილოვისა, გადმოთარგმნილნი და გადაკეთებულნი რუსულიდგან ქართულად და გალექსილნი თავ. რაფიელ ერისთავისაგან“.