საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93101

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ნინა სოლომონის ასულმა ანდრონიკაშვილმა, ელენე ლუარსაბის ასულმა ანდრონიკაშვილმა, დავით კონსტანტინეს ძე ჩოლოყაშვილმა, ბაბო კონსტანტინეს ასულმა ჩოლოყაშვილმა და სოლომონ ასლანოვმა ითხოვეს, ჩაეწერათ იმ საზოგადოების წევრებად, რომელიც გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით შეიქმნა, ღარიბი მოსახლეობის რიგიანი სწავლისა და განათლების მიღებაში დახმარებისათვის.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილმა, ანა ბესარიონის ასულმა მუსხელიშვილმა და ელენე ქრისტეფორეს ასულმა მუსხელიშვილმა ითხოვეს, რომ ჩაეწერათ იმ საზოგადოების წევრებად, რომელიც გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით შეიქმნა ღარიბი მოსახლეობის რიგიანი სწავლისა და განათლების მიღებაში დახმარებისათვის.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის განცხადება, რომ მზად იყო გამხადრიყო იმ საზოგადოების წევრი, რომელიც გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით შეიქმნა, რომლის მიზანი ქვეყნის ღარიბი მოსახლეობისთვის რიგიან სწავლასა და განათლების მიღებაში დახმარება იყო.

1877

ტიპი: სტატუსი

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე გენერალ-მაიორი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ დ. რ.-ს სტატია, რომ მენახშირეებმა გლდანის ზემოდან მდებარე ტყეები სულ გაჩეხეს და თუ ადრე იქ მშვენიერი დაბურული ტყე იყო ახლა მხოლოდ მოტიტვლებული მთებიღა ჩანდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა თონეთის მაზრაში დააარსა სასოფლო საამხანაგო ბანკი. მოსახლეობის განცხადებით, ასეთი კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე წინამძღოლი მათ არ ჰყოლიათ.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილი თონეთის მაზრის წინამძღოლი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა ერთ-ერთმა თავადიშვილმა გადაწყვიტა საკუთარი სახსრებით დახმარებოდა მოსახლეობას გზის დაგებაში, სკოლისა და საამხანაგო ბანკის დაარსებაში.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საზოგადოება აპირებდა დაებეჭდათ ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედება და გაზეთის მეშვეობით სთხოვდნენ მოსახლეობას, რომ თუ ვინმეს სახლში მოეპოვებოდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი, თხზულება ან სხვა სახის ჩანაწერი მიეწოდებინათ „ივერიის“ რედაქციისათვის.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით კახელები გიორგი ჯორჯაძეს შესჩიოდნენ, რომ კახეთში ჩამოსული დიდოელები, რომლებმაც მორჩილება გამოთქვეს, იარაღით დადიოდნენ ქუჩებში.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე განჯის გუბერნატორი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი პლევნის დაპყრობის შესახებ.

1877

ტიპი: გარდაცვალება

1877 წლის 8 დეკემბერს კულაშის წმ. იოაკიმესა და ანას ეკლესიის მღვდელი თედორე იესეს ძე კანდელაკი გარდაიცვალა.

1877

ტიპი: გარდაცვალება

1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 11 დეკემბერს გარდაიცვალა ბესარიონ მ-ს ძე ჯაფარიძე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში უნდა გაეყიდათ ივანე თეიმურაზის ძისა და ელისაბედ თეიმურაზის ასული ამილახვრების მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 3641 მანეთი და 46 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა იაკობ სიმონის ძე პავლიევის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 6169 მანეთი და 11 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა ანდრია მიხეილის ძე გაბაევის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 5031 მანეთი და 6 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა მარიამ ივანეს ასული სულხანოვის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 18 309 მანეთი და 81 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა გლახა ზურაბის ძე თეთრაძის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 6836 მანეთი და 52 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა გიორგი ნიკოლოზის ძე ვაჩნაძის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 1037 მანეთი და 20 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა გიორგი გიორგის ძე ერისთავის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 4909 მანეთი და 32 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა ოტია გიორგის ძე ზანდუკელის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 846 მანეთი და 83 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა მარიამ ბიძინას ასული თარხან-მოურავის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 6974 მანეთი და 22 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა ნატალია ივანეს ასული ზემიანსკის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 5465 მანეთი და 17კაპიკი იყო.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა ქრისტეფორე ნიკიტას ძე ტერ-მიკიტირჩიანის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 82 662 მანეთი და 28 კაპიკი იყო.