რეგისტრირებული ფაქტები81814
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1956
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1956 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისი ძმა ილია მაღლაკელიძე მძიმედ იყო ავად. იგი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა. მისი შვილები: ნუნუ, კახაბერი და ედიშერი დედაქალაქში ცხოვრობდნენ. მათგან მხოლოდ კახაბერი იყო დაოჯახებული.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 2 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისის გუბერნიის კომისრად გრიგოლ გიორგაძის ნაცვლად, რომელიც სეიმის წევრად აირჩიეს, ივანე კაჩუხოვი დაინიშნა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 27 თებერვალს წითელრაზმელებმა შეამჩნიეს, რომ კანტორა „ნახშირში“ იმყოფებოდა წითელრაზმელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიხეილ ელიაშვილი. მან გაქცევა დააპირა, მაგრამ იქვე მოკლეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მარტის „ერთობის“ ცნობით, ვექილი მაქსიმოვი თბილისში იურიდიულ კურსებს ხსნიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 თებერვალს ბორჯომის რაიონის გლეხთა საბჭოს რეორგანიზაცია განხორციელდა. მუდმივ თავმჯდომარედ ისევ კოლია შახნაზაროვი აირჩიეს, მდივნად – ვასო ატოევი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 10 თებერვალს ალქსანდრეს ბაღში სროლის დროს მოკლეს თბილისის მე-11 კომისარიატის მილიციელი იოსებ გერსამია.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვალს თბილისის გუბერნიის კომისრის განკარგულებით თანამდებობიდან გადააყენეს ბორჯომის რაიონის კომისარი აკ. ტყემალაძე. მას 24 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა ბორჯომი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების კრებაზე სოფიო ლონდარიძემ წინადადება წამოაყენა ქალთა სანიტარული რაზმის დაარსების შესახებ. აირჩიეს კომისია: თავმჯდომარედ – ს. ლონდარიძე, მდივნად – ს. ნამგალაური, ხაზინადრად – პ. ფხალაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 თებერვალს ბახვში ოზურგეთის დროებითმა სამხედრო-რევოლუციურმა ტრიბუნალმა განიხილა ეკლესიის გაძარცვის საქმე. ბრალს სდებენ გიორგი მ. ქიქოძეს, იაგორ გარაყანიძეს, მათე მელუას, ანტონ ქიქოძეს. აღმოჩნდა, რომ ამ პირებს ძალად მოახვიეს ეკლესიის საქმე, ამიტომ გაათავისუფლეს. კომისიები ხელახლა უნდა დაინიშნოს.
1924
ტიპი: ავტორობა
1924 წლის 6 იანვრის გაზეთ „ბარრიკადში“ დაბეჭდილ სტატიაში „ქართული თეატრი ახალ პოზიციაზე“ შალვა აფხაიძე საუბრობს თეატრის მოღვაწეებზე: კოტე მარჯანიშვილზე, ალექსანდრე ახმეტელზე, აკაკი ფაღავაზე, ვერიკო ანჯაფარიძეზე, თამარა ჭავჭავაძეზე, აკაკი ვასაძეზე, გიორგი დავითაშვილზე, ელენე დონაურზე, უშანგი ჩხეიძეზე, დ. მჟავიაზე, მიხეილ ლორთქიფანიძეზე, დავით ჩხეიძეზე, ვ. ჯიქიაზე, შალვა ღამბაშიძესა და აკაკი ხორავაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანში საქართველოს წარმომადგენლის ს. ი. გამრეკელის თხოვნას საგარეო საქმეთა მინისტრი უგზავნის განათლების მინისტრს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 6 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პოეტთა ჯგუფმა – რაჟდენ გვეტაძემ, ნიკოლო მიწიშვილმა, გრიგოლ ცეცხლაძემ და შალვა კარმელმა – ქუთაისში გამოსცეს ჟურნალი „აისი“. შემდეგ გვეტაძე, მიწიშვილი და კარმელი „ცისფერ ყანწებს“ შეუერთდნენ, გრიგოლ ცეცხლაძემ კი თბილისში დამოუკიდებლად დაიწყო ჟურნალის „თოლაბულისის სარტყელი“ გამოცემა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტრო უგზავნის წერილს განათლების სამინისტროს, რომ სპარსეთის საკონსულოს თანამშრომელი მეხტი-ხან აღაბეკოვი დათხოვნილია სამსახურიდან და მისი თხოვნა საკონსულოს სახელით არ იქნას გათვალისწინებული.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 14 იანვარს ეკატერინე და ანნა კრივოშინებზე, რომლებიც იყვნენ ბაქოს ქალთა მეორე სასწავლებლის პედაგოგები, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ გასცა სწავლის მოწმობის ასლი.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წელს დიმიტრი ბოკილიონი ცხოვრობდა პარიზში და საქართველოს განათლების სამინსტროს სთხოვდა გაეგზავნათ მისი კუთვნილი ატესტატი, რათა შეძლებოდა სწავლის გაგრძელება.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 14 იანვარს არკადი ტიმოხინი და ნიკოლაი კრასნოვი, თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის პედაგოგები, სთხოვენ განათლების სამინისტროს ჯამაგირის სახით გამოუყონ 400 რუბლი.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 10 ივლისს თამარ მურადიანი, ანნა სარქისიანი, ანნა ხოდმაინი, არმენ ბაბაჯანიანი, მარგარიტა ბაბაიანი, ლუსია და ნინა ბაღდასარიანები, ლაურა ისრაელიანი, ტერეზა ტერ-ავაკიანი, ვარდო ტერ-აკოფიანი, აშხენ ტერ-სიმონიანი, არმენიკ ტერ-ვოსკანიანი, ნინა გალეთიანი, ნუნე ბარდანიანი, არუსიაკ ტერ-მარკოსიანი, აიკანუშ კეშიმანი, ფლორა ცოკომინი, არუსიაკ მურადიანი, სოფია შალიანი, რუზანა გაეფარიანი, ა. შამგორიანი, ა. ბახჩინანი, ე. აკოფიანი და გ. კარახანიანი თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის პირველ კლასში ირიცხებოდნენ.
1920
ტიპი: განათლება
1920 წლის 10 ივლისს თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის პირველ კლასში ირიცხებოდნენ შემდეგი მოსწავლეები: ს. ხუდადიანი, შუშანა მანუკიანი, რუზანა კაზარიანი, თამარა მდივანიანი, რუზანა მილანი, ა. სარქისიანი, არინა ბარდანიანი, მარგარიტა ტერტერიანი, ა. ფანარჩიანი, სატენიკ ნერსესიანი, ლუსია მკრტიჩიანი, ელიზავეტა ნერსესიანი, ანნა შახნაბადიანი, ალისა სააკიანი, სატენიკ ვახტანგიანი, მარია ოგანესიანი, ლუსი მიკირტუმიანი, სირენა აკოფიანი, ა. ავაკიანი, რიფსიმე ოვანესიანი, ვარდანუშ ცატურიანი, ნინა სოლომონიანი, გარსენ აბრამიანი, ა. ბუნიათიანი.