რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი მზარდობით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 16 ივნისის „დროების“ ცნობით, თბილისში ჩატარდა კენჭისყრა დრუჟინისთვის, რომელსაც ვახტანგ ორბელიანი და კოტე აფხაზი ზედამხედველობდნენ.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 18 ივნისის „დროების“ ცნობით, ივანე პაპუაშვილი ნაბახტევის საზოგადოების მამასახლისი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 19 ივნისს სერგეი მესხი, გაზეთ „დროების“ რედაქტორი, შეხვდა აჭარის მთავარს, შერიფ ახმედის ძე ხიმშიაშვილს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 20 ივნისს დიმიტრი ყიფიანმა, ილია ჭავჭავაძემ და ბესარიონ ღოღობერიძემ კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი სტაროსელსკის დასამტკიცებლად წარუდგინეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პროექტი, რომელსაც 123 ადამიანი აწერდა ხელს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 20 ივნისის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ნიკო ჩქოტუას ვლადიმერ სპასოვიჩი დაიცავდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 20 ივნისის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობის საქმეზე სასამართლო მომავალ აგვისტოში გაიმართებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 21 ივნისის „დროების“ ცნობით, ივანე მირზოევის მაღაზიების დაწვა სამჯერ სცადეს.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, სპირიდონ დვალი რაჭაში ნოტარიუსად მუშაობდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 23 ივნისის „დროების“ ცნობით, კარაპეტ მხითაროვმა, საქო ლოტუევმა და ზაალ ყულიჯანოვმა ნაბახტევის საზოგადოებას მოტყუებუთ, პოლიციის სახელით ქათმები და ყველი გამოართვეს, რის გამოც დეკანოზოვმა ისინი დაიჭირა.

