რეგისტრირებული ფაქტები90615
სორტირება თარიღი მზარდობით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 17 მაისს ქუთაისში ო. ტროცკის ხუთმოქმედებიანი კომედია „შემოსავლიანი ადგილი“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ანტონ ლორთქიფანიძე, ანასტასია მესხი და სხვა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 მაისის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ჯორჯაძეს ავადმყოფობის გამო კავკასიის სამეურნეო საზოგადოების თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება სურდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 27 მაისის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე ბებუთოვი „თბილისის მოამბის“ რედაქტორი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 მაისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ზუბალაშვილს ხშირმა წვიმებმა რამდენიმე ათასიანი მანეთის ზარალი მიაყენა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 მაისის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე ბებუთოვი გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც სენატს უნდა განეხილა „თბილისის მოამბეზე“ დაწერილი სამი საჩივარი.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 მაისის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჯორჯაძისა და თომა ზენკოვიჩის აზრით, აქციზის შემოღებამ მოსახლეობას და მეურნეობას დიდი ზიანი მიაყენა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 28 მაისის „დროების“ ცნობით, ლიმანოვსკი კავკასიის არმიის საინტენდანტოს უფროსად დაინიშნა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 მაისის „დროების“ ცნობით, ილია ჭავჭავაძეს გაზეთ „ივერიის“ ჟურნალად გადაკეთება სურდა, რომელსაც თვეში ერთხელ გამოსცემდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 30 მაისის „დროების“ ცნობით, მიხეილ შალიკოვი გურიისა და იმერეთის ქვევითა დრუჟინების უფროსად დაინიშნა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, დავით ნათაევმა, ილია და პლატონ შიუკოვებმა ომში დაჭრილებისთვის ალექსანდრე შიუკოვს 9 მანეთი და 1 აბაზი გადასცეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძემ და დიმიტრი ყიფიანმა დიმიტრი ყაზბეგს შესთავაზეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გამხდარიყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევის სამმოქმედებიანი კომედია „მული, რძალი და მაშენიკები“ დაიბეჭდა.

