რეგისტრირებული ფაქტები81840
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ 1918 წლის პირველი თებერვლიდან ოზურგეთის პედაგოგიურმა საბჭომ გიორგი ანდრიაძე ქართული ენისა და სიტყვიერების ისტორიის მასწავლებლად მიიწვია. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ 1918 წლის პირველი სექტემბრიდან გიორგი ანდრიაძე ქართული ენისა და სიტყვიერების ისტორიის მასწავლებლად დამტკიცდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 1-ელ დეკემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვს, აცნობოს, როგორ მიეცემა ჯამაგირი დავით ანდრიაძეს, როგორც შტატის მასწავლებელს (უმაღლეს სწავლადამთავრებულს), თუ როგორც საშუალო სწავლადამთავრებულს. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 7 სექტემბერს გიორგი ანდრიაძემ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლად ითვლებოდა. ის სამინისტრომ დაამტკიცა ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის შტატის მასწავლებლად გიმნაზიის ყველა კლასში. ამ საგნებთან ერთად დროებით გეომეტრიასაც ასწავლიდა, გარდა რუსული ენისა.
1919
ტიპი: თანამდებობა
შაჰიმ-გირეის უკან გაწვევის მოტივირებისას ყუბანის საკანონმდებლო რადაში სიტყვით გამოსულმა მურად ღათაგოგუმ განაცხადა: კონფერენციამ, რომელსაც უნდა შეეკავშირებინა ყუბანი, დონი და თერგი, ვერ გაამართლა თავისი დანიშნულება. მთიელთა მიმართ კაზაკთა უნდობლობასა და მტრულ დამოკიდებულებასაც თუ გავითვალისწინებთ, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ჩვენი წარმომადგენლის ყოფნა კონფერენციაზე. მდგომარეობას კიდევ უფრო გაუგებარს ხდის რიაბოვოლის გარდაცვალების შემდეგ თავმჯდომარეობის დაკისრება ჩვენი წარმომადგენლისთვის („ვოლნი გორევი“, 1919 წ., N4).
1919
ტიპი: ღონისძიება
როგორც „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის 6 ოქტომბერს იუწყება, ყუბანის საკანონმდებლო რადის ამასწინანდელ სხდომაზე, ღათაგოგუს გარდა, სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებმაც გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება ჩრდილოკავკასიელ მთიელთა ტრაგედიის მიმართ, კერძოდ: პეტრე მაკარენკომ, პეტრე ავდეევმა და პრეობრაჟენსკიმ.
1919
ტიპი: ავტორობა
აჰმედ ცალიგოვის (Ах.Ц.) მოწინავე „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის N4-ში, ერთი მხრივ, აღტაცებას გამოხატავს დაღესტანსა და ჩეჩნეთში მიმდინარე განმათავისუფლებელი ბრძოლის მიმართ, მეორე მხრივ - ამიერკავკასიის დემოკრატიას უმოქმედობას საყვედურობს, ხოლო მათ სიტყვიერ მხარდაჭერას „მელოდეკლამაციასა“ და „პოლიტიკურ თვალთმაქცობას“ უწოდებს. ერთი რამ ცხადია, - დასძენს ბოლოს რედაქტორი, - ჩვენი დამარცხება საბედისწერო შეიქნება ამიერკავკასიის რესპუბლიკებისთვისაც.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის გრიგოლ ნათაძის N 160 ბრძანების თანახმად, თბილისის ქალთა მე-5 გიმნაზიის ხელსაქმის შტატის მასწავლებლად ელისაბედ ანდრიუშკევიჩი დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბერს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ ძიძიგური თბილისის ქალთა მე-5 გიმნაზიის დირექტორს წერენ, რომ მისდამი რწმუნებული სასწავლებლიდან მიღებული „პირადი შემადგენლობის სიის“ დასამატებლად საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი ცნობები: აქვს თუ არა მიღებული სპეციალური განათლება ელისაბედ ანდრიუშკევიჩს და რა თანამდებობაზეა ე. ნ. პროხოროვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 დეკემბერს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ თბილისის ქალთა მე-5 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში დაინიშნენ: თამარ ალექსი-მესხიშვილი – არითმეტიკისა და ხელსაქმის მასწავლებლად, კ. კორსაკი – გერმანული ენის მასწავლებლად, ნინო გონიევისა – რუსული ენის მასწავლებლად და ელისაბედ ანდრიუშკევიჩი – ხელსაქმის მასწავლებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
„ვოლნი გორეცის“ 1919 წლის N4 ბეჭდავს გაზეთ „აზერბაიჯანში“ გამოქვეყნებულ „დობროარმიის“ რელაციას ჩრდილო კავკასიიდან: პოლკოვნიკი ზაპოროჟეცი პიატიგორსკიდან ატყობინებს გენერალ ლაზარევის შტაბს კრასნოვოდსკში, რომ 6 სექტემბერს რუსულმა მხარემ ჯავშნოსანი მატარებლის მეშვეობით ჩაშალა მოწინააღმდეგის მცდელობა - აეყარათ რკინიგზის ლიანდაგი ხასავ-იურთთან.
1919
ტიპი: ღონისძიება
კრასნოვოდსკში გენერალ ლაზარევს ატყობინებენ 20 სექტემბერს დერბენტთან გამართული ბრძოლის პერიპეტიებს, ასევე ამცნობენ აგენტურის მონაცემებს, რომლის თანახმადაც, საქართველოდან და ინგუშეთიდან ადგილობრივი 60 და 30 გერმანელი ოფიცერი გაიგზავნა თანხითა და შეიარაღებით აჯანყებული დაღესტნის დასახმარებლად, - გაზეთ „აზერბაიჯანის“ ინფორმაციას ბეჭდავს „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის 6 ოქტომბრის N4.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს, 1916 წლის 12 იანვრის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 მანეთის ოდენობით ხელფასის დანამატს იღებდნენ სოხუმის სახალხო სკოლების ინსპექტორები: მინადორა ყოლბაია, ოლღა მარღანია, პარასკევა ისაევა, მარია მიხელიძე, ალექსანდრე ბეჟანია, ლუკა კუხალეიშვილი, ფადეი ჩხოტუა, აკაკი გულუა, ეკატერინე საგოხინა, ევგენი ბენია, სტეფანე ბჟანია, იონა წულაია, ბარბარე აკირთავა, ევდოკია გარმელია, ილარიონ კილანავა, ნეონილა ჩხეტია, იაკობ ბენდელიანი, მარია მერინოვა და ნეონილა საკოვიჩი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს, 1916 წლის 12 იანვრის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 მანეთის ოდენობით ხელფასის დანამატს იღებდნენ სოხუმის სახალხო სკოლების ინსპექტორები: ეკატერინე პლატონოვა, თეიმურაზ ზუხბაია, ნადეჟდა ტაბიძე, ე. შონია, ევგენია აკირთავა, მელიტონ ბჟანია, ელიზბარ მერჩულე, იოსებ კვარაცხელია, ნიკოლოზ ჩიხლაძე, არეტა ცხაკაია, ივანე ჯიქია, ალექსანდრე გეგია, ეკატერინა ქეცბაია, ვლადიმერ სოკოლოვი, იაკობ სოლოხინი, ალექსანდრე ვარანონი, მიხეილ კუპაიდა, ოლღა გოგია და ნატალია ზავოდჩიკოვა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი მაისისთვის ქუთაისის სამასწავლებლო სემინარიის პირად შემადგენლობაში ირიცხებოდნენ პედაგოგები: გერმანე სტეფანეს ძე ხაჟომია – სამართალი, ფილიპე სიმონის ძე იანოვიჩი, ვარლამ დავითის ძე ლექვინაძე, ვარლამ ადამის ძე ხუროძე, ნ. მ. ცაგარეიშვილი, ანტონ ვასილის ძე გაიდუკი, ნიკოლოზ ივანეს ძე შაფაქიძე, ხ. ხ. ოგანეზოვი, ვასილ გაბრიელის ძე ტოროშელიძე და დირექტორი ათანასე გაბრიელის ძე ხარაბაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 ოქტომბერს კარლ კაუცკი შეხვდა გერმანელთა ეროვნული საბჭოს დელეგაციას ფრანც შულცის, ლამპარტორის, გორგინისა და კონტრინის შემადგენლობით. კაუცკიმ მოისმინა მოხსენებები და დაინტერესდა თბილისში მყოფი გერმანელების მდგომარეობით.