რეგისტრირებული ფაქტები81860
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ ოქტომბერს კანცელარიის დირექტორი ალექსანდრე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ ძიძიგური ყვირილის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს 2 ოქტომბრის N 291 მინაწერის პასუხად სწერენ, რომ საჭიროა წარმოადგინოს კონსტანტინე ანთაძის დოკუმენტები. ის დროებით დაშვებულია ქართული ენის მასწავლებლად გიმნაზიის დაბალ კლასებში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 დეკემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ კვინიკაძემ უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარგამგეს გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დროებით დაშვებული კონსტანტინე ანთაძის დოკუმენტები გაუგზავნა: განათლების მოწმობა N 1124 და ფორმულიარის ასლი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 დეკემბერს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ 1918 წლის პირველი ოქტომბრიდან (ბრძ. N 166) დაბალი კლასების ქართული ენის მასწავლებლად კონსტანტინე ანთაძე დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 ნოემბერს მღვდელ კონსტანტინე ანთაძის ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ იგი მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელია. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მაჰმადიანური და ქრისტიანული საქართველოს გაერთიანების საქმეზე აქტიურად მომუშავე ალფ. ხომერიკს, რომელიც ამ მუშაობისას მატერიალურადაც დაზარალდა, ერობა 15 000 მანეთით დაეხმარა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი ქ. ახალციხის წყალსადენის აღსადგენად 900 000 მან. გამოყოფის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი სახელმწიფო ბანკისთვის 50 მილ მან. სესხის მიცემის შესახებ დამზღვევი ფონდის დასაარსებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი მთავრობის სტამბის შესაკეთებლად 392 747 მან. გამოყოფის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 აგვისტოს სამხედრო სამინისტროს კულტურა-განათლების სექციის წევრები – ტიტე ართმელიძე და ალექსანდრე ჟორჟოლიანი, კოოპ. კავშირის კინემატოგრაფიული განყოფილების გამგე გერმანე გოგიტიძე და მხატვარი კონსტანტინე ქავთარაძე გაემგზავრნენ ბათუმ-აჭარაში მყოფი სამხედრო ნაწილებისთვის ფილმების საჩვენებლად და საუბრების გასამართად. მათთან ერთად ჩავიდა ფრონტის დღის დამხმარე მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე სერგო ჟორჟოლიანი, შემდეგ გაემგზავრნენ აჭარის წყალზე, ქედაში. ღამე გაათენეს წითელჯვრის საავადმყოფოში, სადაც ექიმად იყო ბ. იაშვილი. სექცია 10 აგვისტოს დაბრუნდა თბილისში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარემ მემედ-ბეგ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ აბასთუმანში ინახულა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია და შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი. მათ ხანგრძლივად ისაუბრეს.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 14 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი თბილისიდან წაღვერში გაემგზავრა, საიდანაც საზღვარგარეთ წასასვლელად აბასთუმნისა და ხულოს გავლით ბათუმში ჩავიდა. სადგურზე იგი დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ სვიმონ მდივანმა, მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ იოთამის ძე ქარცივაძემ, გენერლებმა გიორგი ივანეს ძე კვინიტაძემ და ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა გააცილეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილ წერილში გიორგი კვაჭაძე, ტროფინე შურღაია, რაჟდენ ფირცხალავა, ვანო წიკლაური, ოქროპირ კალმახელიძე, გაბრიელ მიკირტუმოვი, რომლებიც როსტოვში დააპატიმრეს და 2-2 წელი მაღაროში მუშაობა მიუსაჯეს, იმიტომ რომ, ვაჭრებად ითვლებოდნენ, მადლობას უხდიან ციხიდან განთავისუფლებაში მოსკოვის კომერც. ინსტიტუტის ეკონომიკურ მეცნ. კანდიდატს, ზინოვი ანდრიას ძე სილიკაშვილს. ამასთან მან რამდენიმე ვაგონი და საშვი იშოვა და როსტოვიდან საქართველოში მშვიდობიანად ჩამოიყვანა 160 ადამიანი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 21 ივლისს თიანეთის საზღვართან, სოფ. ახატანთან დუშეთის მაზრის მილიციის უფროსის თანაშემწის და დუშეთის სახალხო გვარდიის შტაბის თავმჯდ. ტიტე შუშიაშვილის მეთაურობით ყაჩაღთა ბრბოს ალყა შემოარტყეს და ყაჩაღების მხრიდან მოკლეს თიანეთის მაზრის მცხოვრები დონდუაშვილი და დუშეთის მაზრიდან – მერაბიშვილი, დაიჭრა ი. მექვაბიშვილი, რომელიც გარდაიცვალა. დახოცილებს აღმოაჩნდათ იმ პირთა სია, რომელთაც მოკლვით ემუქრებოდნენ, მათ შორის იყვნენ: ანთელავა, შუშიაშვილი და სამი მილიციელი.
1958
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1958 წლის 26 ივლისს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს „ქართლის ცხოვრება“ გაუგზავნა და სთხოვა, რომ აუცილებლად წაეკითხა.
1959
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1959 წლის 27 მაისს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს დაბადების დღე მიულოცა და შეატყობინა, რომ 1500 წლის თავზე გამოსული „თბილისის ისტორია“ და „საქართველოს ისტორია“ გაუგზავნა.
1960
ტიპი: თანამდებობა
1960 წლის მაისში გაიოზ მაღლაკელიძემ დიუსელდორფში სამსახური მიატოვა და საცხოვრებლად შტუტგარტში გადავიდა.
1960
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1960 წლის 16 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ მათი ნათესავისთვის გერმანიიდან დამამშვიდებელი წამალი „არტანე“ გაეგზავნა.