რეგისტრირებული ფაქტები81864
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 29 ნოემბერს მღვდლის, კონსტანტინე ანთაძის, ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ კონსტანტინე ანთაძე სამღვდელოებისაგან მესამედ იყო არჩეული დეპუტატად. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი, ისიდორე ქოჩიაშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 29 ნოემბერს მღვდლის, კონსტანტინე ანთაძის, ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ კონსტანტინე ანთაძე იმერეთის სამღვდელოების დეპუტატთა 50-ე კრებას არჩეული ჰყავდა დელეგატად საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის თაობაზე პეტიციის მისართმევად, სადაც ჯერ არს. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი, ისიდორე ქოჩიაშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 29 ნოემბერს მღვდლის, კონსტანტინე ანთაძის, ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ კონსტანტინე ანთაძე არჩეული იყო იმერეთის საეპარქიო და შორაპნის სამაზრო დროებით აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. ასევე, არგვეთისა და შორაპნის სამღვდელოების სამომწესრიგებლო ოლქების კომისრად. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი, ისიდორე ქოჩიაშვილი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 11 ივლისიდან 1918 წლამდე კონსტანტინე ანთაძე ზესტაფონის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის სამზრუნველო საბჭოს წევრად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 29 ნოემბერს მღვდლის, კონსტანტინე ანთაძის, ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ კონსტანტინე ანთაძე საზოგადოებისაგან არჩეული იყო ზესტაფონის ქალაქის საბჭოს ხოგასნად 1917 წლის 1 იანვრიდან 1919 წლის 1 იანვრამდე. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი, ისიდორე ქოჩიაშვილი.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 29 ნოემბერს მღვდელ კონსტანტინე ანთაძის ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ კონსტანტინე ანთაძე დაოჯახებულია. მეუღლე ალექსანდრა მოსეს ასული დაიბადა ხიკლისს 1872 წელს. შვილები-ისააკი დაიბადა 1900 წლის 2 სექტემბერს, ლუარსაბი 1904 წლის 2 იანვარს, შალვა 1907 წლის 7 სექტემბერს. უფროსი სწავლობს ქუთაისის გიმნაზიაში, დანარჩენი ზესტაფონის გიმნაზიაში მამის ხარჯზე. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 აგვისტოს განათლების მინისტრს ბორჯომში გიმნაზიის გახსნას სთხოვდნენ ადგილობრივი პედაგოგები და სკოლის გამგეები: დეკანოზი იაკინთე გიორგაძე, მიხეილ სარალიძე, მიხეილ ხუტიშვილი, ვლადიმერ გაჩეჩილაძე, ლაზარე ბეროზაშვილი, პეტრე შალიბაშვილი, ვასილ კიკნაძე, მარგარიტა ხმალაძე, ვანო ბეჟიტაძე, მინა არჩვაძე, ზაზა კიკაძე, ივანე ხმალაძე, ვლადიმერ ახალაძე, იასონ ხალვაში, თედორე გობრონიძე, დავით ქებაძე, ივანე ზაქროს ძე კახდაუროვი, მიხეილ გერმანიშვილი, იოსებ ჯომარდიძე, ნიკოლოზ გუბენიძე, ს. პ. კანდელაკი და ადგილობრივი ფოსტის უფროსი კონსტანტინე ჯაფარიძე. სასწავლებლის ხარჯებს ნაწილობრივ ადგილობრივი მოსახლეობა გაიღებდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის რევიზორმა ს. ზ. ლეჟავამ განათლების სამინისტროს რწმუნებულ ალ. ს. ნაცვალოვთან ერთად 1919 წლის 19-22 იანვარს ადგილზე გამოიკვლია ლიკვიდირებულ დაწესებულებათა (სამხედრო უწყების გიმნაზია და ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი) შენახვის ხარჯები.
1919
ტიპი: ავტორობა
აჰმედ ცალიგოვი იხსენებს ისტორიის მაგალითებს, როცა კავკასიის დიდ იმამთა – ჰამზათის, ყაზი-მოლასა და შამილის ეპოქაში თავისუფლებისათვის მებრძოლ მთიელთა რიგებში ზოგჯერ უცხოელთა რაზმებიც მონაწილეობდნენ და გული სწყდება, რომ დღევანდელ აჯანყებულთა მხარდამხარ არ ჩანან ქართველი და აზერბაიჯანელი ლეგიონერები.
1919
ტიპი: ღონისძიება
გ. კალინსკი ეხმიანება ს. დ. საზონოვის – ადმირალ კოლჩაკისა და გენერალ დენიკინის საგანგებო ელჩის – მოხსენებას პარიზში და აღნიშნავს, რომ „დობროარმიის“ წარგზავნილი მოკავშირეებთან მაშინ იწონებს თავს ხალხთა თვითგამორკვევის უფლებების პროექტებით, როცა დაღესტანში დამატებითი ძალები იგზავნება აჯანყების სისხლში ჩასახშობად.
1919
ტიპი: ღონისძიება
პარიზში სერგეი საზონოვის მიერ დეკლარირებული რადიკალური დეცენტრალიზაციის პრინციპი, რომელიც ახალი რუსეთის მშენებლობას უნდა დასდებოდა საფუძვლად, ძირეულად ეწინააღმდეგებოდა „დობროარმიის“ ხელისუფლების რეალურ პოლიტიკას.
1919
ტიპი: ღონისძიება
სექტემბრის ბოლოს მდ. არღუნის ნაპირზე, ბერდაქელთან, აჯანყებულ ჩეჩენთა და უზუნ-ჰაჯის შარიათის მეომრებთან შეტაკებისას დამარცხდა „დობროარმიის“ ნაკრები ძალები გენერალ პოკროვსკის ჯარის მონაწილეობით.
1919
ტიპი: ღონისძიება
სექტემბრის შუა რიცხვებში უზუნ-ჰაჯის წინააღმდეგ გასალაშქრებლად და შატოიზე რეიდის განსახორციელებლად დენიკინელებმა გროზნოსა და შალიში 3100 მეომარს მოუყარეს თავი.
1960
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1960 წლის 4 ოქტომბერს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ მიუნხენში გაიოზ მაღლაკელიძეს დირექტორთა სამმართველოს წევრობა მიულოცა.
1960
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1960 წლის 4 ოქტომბერს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისი მეგობრის შვილს საბჭოთა ექიმები ვერაფრით შველიდნენ. სთხოვა, გერმანიაში კარგ პროფესორთან ეკითხა, ეპილეფსიით დაავადებული მოზარდისთვის როგორ უნდა ემკურნალათ.
1961
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1961 წლის 12 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მსოფლიო ომის წინ პარიზში ცხოვრობდა და ამ ქალაქის სიყვარულს თბილისთან აიგივებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების სამინისტროსთან დაარსებულ სამთა კომისიის 1918 წლის 2 აგვისტოს სხდომა მიეძღვნა ქართული უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთებას. სხდომის თავმჯდომარე იყო განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, დაესწრნენ: მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, პროფ. პეტრე მელიქიშვილი, სახელმწ. კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კანდელაკი, საგანგ. საქმეთა მოხელე შინაგან საქმეთა მინისტრთან დიმიტრი ხოშტარია, თბილისის ქალაქისთავი ნიკოლოზ ელიავა – საგანგებო ბარათით მიწვეული, სხდომას არ დაესწრო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 აგვისტოს განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომას დაესწრნენ: განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი (თავმჯდომარე), მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, მთავარგამგეები: დიმიტრი უზნაძე, მიხეილ თაქთაქიშვილი, გიორგი ჭუმბურიძე, სამინისტროს კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და თბილისის პირველი გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე.