რეგისტრირებული ფაქტები81928
სორტირება თარიღი მზარდობით
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 30 აპრილს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ კოლეგებს ქართული თეატრისთვის 3000 მანეთის გამოყოფა შესთავაზა. სხდომამ ილიას წინადადება მიიღო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ კულტურის სფეროს მოღვაწეები 18 მაისს ქართული თეატრალური საზოგადოების დამფუძნებელ კრებაზე დასასწრებად მიიპატიჟა.
1879
ტიპი: გარდაცვალება
1879 წლის მაისში სოფ. ზედა ზეგნის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იოვანე მახარობელას ძე დოგრაშვილი გარდაიცვალა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 2 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საერთო კრებას, რომელზეც სათავადაზნაურო სკოლის დაარსების საკითხი განიხილეს.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 5 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებას დაესწრო. სხდომის დადგენილებით სათავადაზნაურო სკოლის დასახმარებლად 13 500 მანეთი, ხოლო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დასახმარებლად 11 000 მანეთი გამოიყო.
1879
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების მე-3 პარაგრაფის თანახმად, საზოგადოება ხსნიდა და ეხმარებოდა ისეთ სკოლებს, რომლებშიც სასწავლო პროცესი ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წლის 9 მაისის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს დიმიტრი ყიფიანი, მის ამხანაგად – ილია ჭავჭავაძე, წევრებად – რაფიელ ერისთავი, ივანე მაჩაბელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე და ალექსანდრე სარაჯიშვილი.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 9 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ი. ივერიაძის „თვალის ერთი გადავლება სამცხე-კლარჯეთის ისტორიაზე“, რომელიც მიუძღვნეს ქობულეთისა და ბათუმის ბეგებს გულო-აღა კაიკაციშვილს და ყურშუმ-აღა ჭყონიას.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კრებას, რომელზეც შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საკითხი განიხილეს.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წლის 15 მაისს რაფიელ ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წლის 15 მაისს ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 15 მაისს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წლის 15 მაისს ივანე მაჩაბელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წლის 15 მაისს ნიკო ცხვედაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წლის 15 მაისს იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.