რეგისტრირებული ფაქტები81940
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს სპექტაკლში „გუშინდელნი“ მონაწილეობდნენ: ვასილ აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ვასილ არაბიძე, სუზანა ბეჟანიშვილი, მიხეილ გელოვანი, აკაკი ვასაძე, იუზა ზარდალიშვილი, მიხეილ ლორთქიფანიძე, ანდრია მურუსიძე, მიხეილ სარაული, პავლე ფრანგიშვილი, ანეტა ქიქოძე, ოლიმპიადა ღოღობერიძე, ელენე ციმაკურიძე, ნინო ჩხეიძე, მიხეილ ჭიაურელი.
1919
ტიპი: განათლება
1918-19 სასწავლო წელს თბილისის ვაჟთა გიმნაზიის მუსლიმანურ განყოფილებაზე სწავლობდნენ შემდეგი მოსწავლეები: კ. ედიგაროვი, ა. კულიევი, მამედ მირზოევი, ალი მირზოევი, მამედ ბაგიროვი, ა. ალესკეროვი, მ. მაქსიმზადე, ნ. ზაინალოვი, თემურ ალიევი, ა. ისაევი, სულთან ჰუსეინოვი, ისმაილ ჰუსეინოვი, ა. აკპეროვი, ა. ალიევი, რ. გასანოვი, ა. გასუმოვი, დ. ყურბანოვი, დ. აბდულზადე, მამედ ალი ფახრადოვი, ზ. ხალილოვი, ა. ფაშალოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის დეკემბერში დამატებითი ხელფასი გაიცა კავკასიის საწავლო ოლქის სამმართველოს კანცელარიის შემდეგ თანამშრომლებზე: კანცელარიის მმართველ ა. ა. ტარანოვს 506 რუბლის ოდენობით, საქმისმწარმოებლებს – ს. ნ. ტროიცკის, ს. ი. ანანიევს, ა. ს. სიკორინს, ე. უ. ლეიმანს, პ. ი. აბრამჩუკს, გ. მ. პალიევს, ნ. ვ. დუნაევსკს 409 რუბლის ოდენობით. კანცელარიის ჩინოვნიკებს – ნ. ი. კორჟუკოვს, ნ. ი. გრიბანოვს 260 რუბლის ოდენობით. მოხალისეებს – ს. ი. ულიანოვსკაიას, თ. შრაიბერს, პ. ი. შერბაკოვს, მ. ვ. დენისოვას, ი. ლ. გარიგას, ე. ვ. ვიშნევსკაიას, ნ. ე. ჩერნიავსკაიას, ა. ფ. ზვერევას, კ. ვ. ლუგოვაიას, ლ. კ. ლუკაშევას 200 რუბლის ოდენობით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს თბილისის მაჩაიძის სახელობის სრულუფლებიან გიმნაზიაში მუშაობდნენ: სასწავლებლის დამფუძნებელი, ალგებრა-გეომეტრიის პედაგოგი ივანე მარკოზის ძე მაჩაიძე, რუსული ენის პედაგოგი აპოლონ ტიტეს ძე სამსონია, გიორგი სიმონის ძე მოსეშვილი, ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის პედაგოგი კირილე სპირიდონის ძე კელენჯერიძე და ფრანგული ენის პედაგოგი პორფირე იულონის ძე დგებუაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6-7 ივნისს გამართულ ბოლშევიკების თათბირს ყოფილ მუხრანის ვენახში, მდინარე ნარეკვავის მარცხნივ, დაესწრნენ: თომა ჩუბინიძე, მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე და გიორგი ლაფანაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6-7 ივნისს შედგა ბოლშევიკების თათბირი ყოფილ მუხრანის ვენახში, მდინარე ნარეკვავის მარცხნივ. თათბირს დაესწრნენ სოფელ მჭადიჯვრის მცხოვრებნი სანდრო კახუაშვილი, გრიგოლ ყუაშვილი, სიმონ დინუაშვილი, ნიკა ბაღაშვილი და ნიკა ფოთოლაშვილი
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6-7 ივნისს ყოფილ მუხრანის ვენახში, მდინარე ნარეკვავის მარცხნივ ბოლშევიკების თათბირი შედგა. თათბირს დაესწრნენ სოფელ ჭილურტის მცხოვრებნი გიორგი ფეიქრიშვილი, გრიგოლ ილურიძე და გიგო ხოსრუაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6-7 ივნისს ყოფილ მუხრანის ვენახში, მდინარე ნარეკვავის მარცხნივ გაიმართა ბოლშევიკების თათბირი, რომელსაც დაესწრნენ სოფელ გრემისხევიდან ილო დიდებაშვილი, სანდრო მჭედლიშვილი, ვლადიმერ ბუზალაძე და იოსებ ლაგაზაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6-7 ივნისს შედგა ბოლშევიკების თათბირი ყოფილ მუხრანის ვენახში, მდინარე ნარეკვავის მარცხნივ. სოფელ ებნისიდან თათბირს დაეწრნენ კოფია მჭედლიშვილი და სანდრო კბილცეცხლაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6-7 ივნისს ყოფილ მუხრანის ვენახში ბოლშევიკების თათბირი შედგა, ახალგორიდან თათბირს ლექსო მაჭარაშვილი, ლექსო მორბედაძე, გიგა ბუთხუზი და ვანო დურგლიშვილი დაესწრნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6-7 ივნისს ყოფილ მუხრანის ვენახში ბოლშევიკების თათბირი შედგა. სოფელ ძალისიდან თათბირს ფედრო ფხაკაძე, გრიგოლ წიკლაური, პეტრე ხაბალაშვილი და ბეკინა რუბაშვილი დაესწრნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6-7 ივნისს ყოფილ მუხრანის ვენახში ბოლშევიკების თათბირი შედგა. თათბირს სოფელ ბაზალეთიდან ლადო ლალიაშვილი, სანდრო ლალიაშილი, ლექსო ვერძეული და გრიგოლ ლალიაშვილი დაესწრნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6-7 ივნისს შედგა ბოლშევიკების თათბირი ყოფილ მუხრანის ვენახში. თათბირს დაესწრნენ ვანო ტოპრაკაშვილი და სონკა დიაკვნიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს თბილისის მაჩაიძის სახელობის სრულუფლებიან გიმნაზიაში მუშაობდნენ: ანტონინა მიხეილის ასული გლებოვა – გერმანული ენის პედაგოგი; სიმონ ივანეს ძე გზელიევი – ალგებრა, გეომეტრიისა და კოსმოგრაფიის პედაგოგი; ალექსანდრე გიორგის ძე ნამორაძე – ლოგიკისა და ფსიქოლოგიის პედაგოგი; ბორის თედორეს ძე გლებოვი – რუსული ენის IV-V კლასების პედაგოგი; ილია გრიგოლის ძე დენისოვი – გერმანული ენის პედაგოგი; მარფა ჯაშიტოვა – რუსული ენის I-II კლასების პედაგოგი; ვასილ მაქსიმეს ძე ივანოვი – გეოგრაფიის პედაგოგი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ შვლისყურში გაიხსნა სკოლა, რომელშიც დიმიტრი ზიზიკაშვილი ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ გვერძინეთში გაიხსნა სკოლა, სადაც მარიამ ხარებავა ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ბარნაბიანთ-კარის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ელენე ბარნაბიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს გიორგი შავიშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარის სოფ. ახალციხის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 13 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ მილიციის უფროსის განკარგულებით თოფის დაკარგვისთვის სამსახურიდან დაითხოვეს პირველი უბნის უმცროსი მილიციელი ჩებოტარიევი და 3 თვით ციხე მიუსაჯეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 მარტს არტაანის ოლქიდან თბილისში ჩამოსულ ქრისტიან დელეგატებს ევგენი გეგეჭკორი დაჰპირდა, რომ მხარის ევაკუაციაში დაეხმარებოდა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 13 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ სამეგრელოდან ქუთაისში ჩამოიყვანეს დატუსაღებული ბუდუ მდივანი, რომელიც იქ ს. გეგეჭკორთან ერთად მობილიზაციის წინააღმდეგ აგიტაციას ეწეოდა. მათ 3-3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მარტს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში აირჩიეს შემდეგი წევრები: ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ირაკლი წერეთელი, არ. ზურაბოვი, გ. მახარაძე, ჰ. აზატიანი, რ. არსენიძე, კ. გვარჯალაძე, ალ. ლომთათიძე, ვ. ჯუღელი, გ. ცინცაძე, ი. ქარცივაძე, გ. ერაძე, ან. ჭიაბეროვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 სასწავლო წელს თბილისის მეოთხე პროფესიულ სასწავლებელში პედაგოგებად მუშაობდნენ: სასწავლებლის გამგე ნადეჟდა ვასილის ასული შატბერაშვილი, ლუარსაბ სოლომონის ძე შატბერაშვილი, ალექსანდრა სოლომონის ასული ჯანელიძე, დომენიკ ივანეს ძე გოგიჩაძე, ნადეჟდა მირიანის ასული ახვლედიანი, მარიამ დავითის ასული ნასიძე, ვასილ ივანეს ძე შანინი, ანა იოსების ასული თოურაშვილი, ნინო ილიას ასული კობახიძე, ანტონინა ბესტაევა, ეკატერინე ნიკოლოზის ასული მაჩაბელი, ოლღა ივანეს ასული მურადაშვილი, რევაზ ალექსანდრეს ძე აბაზაძე, კონსტანტინე ხარიტონის ძე ჩარკვიანი და სოფო ალექსის ასული არბოლაშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 სასწავლო წელს დიმიტრი იოსების ძე გულია სოხუმის სამასწავლებლო სემინარიაში აფხაზური ენის პედაგოგად მუშაობდა.