რეგისტრირებული ფაქტები81983
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6-7 ივნისს ყოფილ მუხრანის ვენახში გამართულ ბოლშევიკების თათბირს დაესწენენ ჩირდილელიანკარიდან გიგო ხულელიძე და სანდრო გუჯარაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6-7 ივნისს ყოფილ მუხრანის ვენახში გამართულ თათბირზე დუშეთის მაზრაში არსებული ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე წევრი აღრიცხვაზე აიყვანეს. მათ შორის იყვნენ: ფილიპე მახარაძე, კოტე ცინცაძე, ხანოიანი, მიხეილ ცხაკაია, თედო შუშიაშვილი.
1918
ტიპი: სტატუსი
1918 წლის 6-7 ივნისს მდინარე ნარეკვავის მარცხნივ, ყოფილ მუხრანის ვენახში ჩატარებულ სხდომაზე თათბირმა დუშეთის მაზრაში არსებული ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე ამხანაგი აღრიცხვზე აიყვანა. მაზრის პარტორგანიზაციის ცენტრის შემადგენელობაში თომა ჩუბინიძე, მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე და გიორგი ლაფანაშვილი იყვნენ.
1918
ტიპი: სტატუსი
1918 წლის 6-7 ივნისს მდინარე ნარეკვავის მარცხნივ, ყოფილ მუხრანის ვენახში ჩატარებულ სხდომაზე თათბირმა დუშეთის მაზრაში არსებული ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე ამხანაგი აღრიცხვაზე აიყვანა. მაზრის ორგანიზაციიის აქტიური და დამხმარე ამხანაგები ქ. დუშეთიდან გაბო მწითური, ვანო პავლიაშვილი დაა ბაბელა ქასაშვილი იყვნენ.
1918
ტიპი: სტატუსი
1918 წლის 6-7 ივნისს მდინარე ნარეკვავის მარცხენა სანაპიროზე, ყოფილ მუხრანის ვენახში, გამართულ სხდომაზე თათბირმა დუშეთის მაზრაში არსებული ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე ამხანაგი აღრიცხვაზე აიყვანა. ბაზალეთის თემიდან ამ სიაში იყვნენ: ნიკა ცქიმანური, ლადო, სანდრო, გრიგოლ, იოსებ, ლექსო, პავლე ლალიაშვილები, გაბო, ილო, ლექსო ვერძეულები, ვერა, მაშო, კატო ნათელაშვილები.
1918
ტიპი: სტატუსი
1918 წლის 6-7 ივნისს მდინარე ნარეკვავის მარცხნივ, ყოფილ მუხრანის ვენახში ჩატარებულ სხდომაზე თათბირმა დუშეთის მაზრაში არსებული ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე ამხანაგი რიცხვაზე აიყვანა. მუხრანიდან ამ სიაში ნასყიდა ყავლაძე, ვასო ჩოქური, ვანო ეძგვერაძე, სანდრო ყავლაძე და სარქის ასლამაზოვი იყვნენ.
1918
ტიპი: სტატუსი
1918 წლის 6-7 ივნისს ყოფილ მუხრანის ვენახში, მდინარე ნარეკვავის მარცხნივ ჩატარებულ სხდომაზე თათბირმა მაზრაში არსებული ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე ამხანაგი აღრიცხვაზე აიყვანა. სოფელ არაგვისპირიდან ამ სიაში ნიკა დათუაშვილი, გრიგოლ დათუაშვილი და ტუხა კახურაშვილი იყვნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროდან შრომის სამინისტროში გაგზავნეს წერილი გუმისთის კომისარიატის ყოფილი თანამშრომლების – ანა ბორისოვას, კონსტანტინე პიმენიდისა და მიხეილ პუმბოს –სალიკვიდაციო თანხის ანაზღაურების შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ამიერკავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენელთა კონფერენციას დაესწრნენ: ევგენი გეგეჭკორი, ნოე რამიშვილი, კონსტანტინე კანდელაკი, სომხეთიდან — ს. ფ. ტიგრანიანი, არუთუნიანი, მამიკონიანი, აზერბაიჯანიდან — ხან ხოისკი, მამედ-იუსუფ ჯაფაროვი, ხალილ ბეი ხასმამედოვი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 29 აპრილის „ერთობა“ იუწყება, რომ რაფიელ რამიშვილი დაინიშნა ბორჩალოს მაზრის მიწათმოქმედების მინისტრის საგანგებო რწმუნებულად.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წელს ოფიცრის ღირსებისთვის შეუფერებელი საქციელისა და სხვა დანაშაულისთვის ქართული ლეგიონის სარდალმა სამსახურიდან გარიცხა ამავე ლეგიონის კორნეტი სოხაძე.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 29 აპრილის გაზეთ „ერთობაში“ ბათუმის ქართველთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა მადლობას უხდის ნესტორ გლახუნის ძე სიხარულიძეს, რომელმაც საბჭოს ათასი მანეთი შესწირა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 დეკემბერს შრომის სამინისტროს საქმისმწარმოებელმა ილია გოლდმანმა სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძეს მისწერა, რომ პირად საუბრებში გენერალმა მდივანმა უთხრა შრომის მინისტრ გიორგი ერაძეს, რომ გიორგაძე გამოსცემდა ბრძანებას 8 საათიანი სამუშაო დღის დეკრეტის გადიდების თაობაზე. ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა შრომის სამინისტრო, რადგან ამისათვის არსებობდა ზეგანაკვეთური სამუშაო საათები.
1918
ტიპი: სტატუსი
1918 წლის 6-7 ივნისს მდინარე ნარეკვავის მარცხნივ, ყოფილ მუხრანის ვენახში ჩატარებულ სხდომაზე თათბირმა დუშეთის მაზრაში არსებული ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე ამხანაგი აღრიცხვაზე აიყვანა. ამ სიაში აბრამ როსტომაშვილი, პავლე ჩხუტიაშვილი, ტუხა ჩხუტიაშვილი, შაქრო აბრამიშვილი, ფიდო აგაშენაშვილი, ვაგრო აბრამიშვილი, ზურაბ აბრამიშვილი და კუნწულა ნარიმანიძეც იყვნენ.
1918
ტიპი: სტატუსი
1918 წლის 6-7 ივნისს ყოფილ მუხრანის ვენახში, მდინარე ნარეკვავის მარცხენა ნაპირზე, გამართულ სხდომაზე აღრიცხვაზე აიყვანეს მაზრის მაშტაბით ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე ამხანაგი სოფელ მლაშედან: სერგო ქედიყაშვილი, გოგლა არაჩაშვილი, შოშია ლალიაშვილი, არსენა ჭანთიაშვილი, ილიკო თოთიაური.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წლის იანვარში თამარ შარაშიძე-ქარცივაძის ოჯახმა ჯამბულიდან მიიღო დეპეშა, რომ თამარი მითითებულ მისამართზე (ლენინის ქ. N19) აღარ ცხოვრობდა.
1891
ტიპი: ღონისძიება
თედო სახოკიას ხელწერილის მიხედვით, 1891 წლის 7 აგვისტოს ბ. მდინარაძემ ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიას 10 ცალი „ორი პატარა ამბავი“ გადასცა.