რეგისტრირებული ფაქტები90902
სორტირება თარიღი მზარდობით
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს გიორგი ქუჩუკაშვილმა განჯაში გუბერნატორის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა.
1879
ტიპი: მფლობელობა
1879 წელს მახარობელ ქუჩუკაშვილი მიერ დავარაშვილისთვის მიცემული ვექსელის ძალით ბრეთში შიო მღვიმელის სახლ-კარის ნახევარი დავარაშვილის ხელში გადავიდა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“, რომელიც ილია ჭავჭავაძემ პეტრე გიორგის ძე ნაკაშიძეს მიუძღვნა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ მ. პეტრიძის გადმოცემით მწერლებს სამგვარი მძიმე შრომა უწევდათ: ჯერ წიგნი უნდა შეედგინათ, შემდეგ თანხა გამოეღოთ დასაბეჭდად და ბოლოს სტამბის გამართულად მუშაობის საკითხიც მათ უნდა მოეგვარებინათ, რისთვისაც ძირითადად თანხა არ ჰქონდათ, ამიტომ ეს საქმე არაშემოსავლიანი იყო მათთვის, რამაც გამოიწვია წიგნების იშვიათი ბეჭდვა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით როსტომაშვილის სტატია თუ როგორ შეაფასა საზოგადოებამ ჟურნალი „ივერია“. მისი გადმოცემით, საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა ჟურნალი და გამომცემლებს ბრალი დასდო, რომ ისინი „ძველი ენით“ წერდნენ, რაც მათთვის მიუღებელი და სამარცხვინო იყო.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა მ. პეტრიძის მოსაზრება მწიგნობრობის განვითარების შესახებ. ის ამბობს, რომ ქართული მწერლობის სრულიად უცოდინარმა ადამიანებმა შექმნეს ბევრი გამოცემა და დაბეჭდეს უამრავი წიგნი, რაზეც არანაირი რეაგირება არ ჰქონდათ საზოგადოებასა და ლიტერატურის მცოდნე პირებს, ისინი დაცინვითა და გამომცემლების გაკიცხვით შემოიფარგლნენ.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორ სერგეი სტრელეცკის გადაწყვეტილება, რუსული სწავლების სისტემა ჩაენაცვლებინათ ქართულით, მიუღებელი აღმოჩნდა ინსპექტორ ლიხაჩოვისთვის.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოსაზრება განათლების აუცილებლობის შესახებ, კერძოდ, კი ის სასულიერო პირების მეუღლეების გაუნათლებლობაზე საუბრობდა. მისი თქმით, საქართველოში არ მოიძებნებოდა ორი-სამი სასულიერო პირი, რომელთაც ნასწავლი მეუღლეები ჰყავდათ, რაც თავისთავად ცუდ ზეგავლენას ახდენდა სასულიერო წოდების მამრობით სქესზე.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორ სერგეი სტრელეცკის თანაშემწე ზაქარია ხითაროვი, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნებით ქართველი არ იყო, კარგად ჰქონდა შეთვისებული ქართული ენა და მისთვის მნიშნველოვანი იყო ქართული პროგრამით ეხელმძღვანელათ სკოლებში.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა სტატია, რომლის თანახმად თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორმა სერგეი სტრელეცკიმ სოფლის სკოლების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. მან პირველ რიგში შეცვალა პოზიცია და რუსული სახელმძღვანელოები ჩაანაცვალა ქართულით, რაც ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
1879
ტიპი: პირადი ინფორმაცია
სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი დაიბადა 1879 წლის თებერვალში სოფელ მელექედურში (ოზურგეთის რაიონი).

