საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის თებერვალში ილია ჭავჭავაძე ალექსანდრე ყაზბეგის ბენეფისს დაესწრო. წარმოდგენილი იყო ორმოქმედებიანი კომედია „აღმზრდელები“ და ვოდევილი „ყველაფერი ბედზედ არის“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის თებერვალში კირილე იანოვსკი ილია ჭავჭავაძეს ესტუმრა. ისინი შეთანხმდნენ, რომ რუსული ენის სწავლების პირველი კლასიდან დაწყების პროექტი არ ამოქმედდებოდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის თებერვალში ილია ჭავჭავაძის საპასუხო წერილი „ბ-ნი იანოვსკის წერილის გამო“ კირილე იანოვსკის მოეწონა და ილიას გაცნობა გადაწყვიტა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის თებერვალში ჟურნალ „ფალანგაში“ გამოქვეყნებულ ა. შვანის კარიკატურაზე ასახული იყო „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის სხდომა. კრებას თავმჯდომარეობდა ივანე მაჩაბელი, ილია ჭავჭავაძე კი ტექსტს კითხულობდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის თებერვალში ჟურნალ „იმედში“ დავით აბდუშელიშვილმა ჟურნალ „ივერიის“ 1880 წლის N4-ისა და 1881 წლის პირველი ნომრის ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა გამოაქვეყნა.

1881

ტიპი: გარდაცვალება

1881 წლის თებერვალში სოფ. ბზვანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი არსენ ეგნატეს ძე გოგორიშვილი გარდაიცვალა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის რომანი „დიდ ხევაში“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ განიხილეს ალექსანდრე გარსევანიშვილის ორმოქმედებიანი კომედია „ცოლები დავკარგეთ“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ განიხილეს მელქისედეკ აბესაძის მიერ თარგმნილი წიგნი „მოკლე ისტორია წმინდისა დიდებულისა და ძლევად შემოსილისა გიორგისა“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ განიხილეს ანთიმოზ ჯუღელის საყმაწვილო წიგნი „წყარო“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ გამოვიდა მესამედ დაბეჭდილი, გადასწორებული „დედა ენა“, რომელიც წიგნების მაღაზიის მეპატრონე ზაქარია გრიქუროვმა გამოსცა 18 000 ეგზემპლარად.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ სწავლა-განათლების გამგემ იაკობ გოგებაშვილის წიგნები „ბუნების კარი“ და „დედა ენა“ შესამოწმებლად გაუგზავნა პეტერბურგის სწავლულთა კომიტეტს, რომელთაც წიგნების განხილვა ალექსანდრე ცაგარელს დაავალეს. ცაგარელმა მოიწონა ი. გოგებაშვილის წიგნები და კომიტეტმა მისი თანხმობით სწავლა-განათლების გამგეს წიგნების სკოლებში გამოყენება ურჩია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილი“, დასასრული.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ბაქრაძის ლექსი „ნუ ჰკარგავ იმედს“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ბაქრაძის ლექსი „ბრძოლა“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ რუბრიკით „თეატრის მატიანე“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც ასე იწყებოდა: „მოჩხუბარიძემ დაწერა და წარმოადგინა შარშან...“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 6 თებერვალს მასწავლებელმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან შემოწირული წიგნების უმეტესი ნაწილი დაურიგა სოფელ მეჯვრისხევის სასწავლებლის ღარიბ მოსწავლეებს, დანარჩენი კი ინახებოდა ბიბლიოთეკაში.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 6 თებერვალს სოფ. მეჯვრისხევის სასწავლებლის პედაგოგმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან წიგნები და სასწავლო ნივთები მიიღო.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 6 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველი სხდომაზე ილია ჭავჭავაძე ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 6 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველ სხდომაზე ილია ჭავჭავაძემ იონა მეუნარგიას დაავალა, ილუსტრაციების დასახატად მიხაი ზიჩისთვის „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსი გადაეთარგმნა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 6 თებერვალს გრიგოლ ორბელიანის თავმჯდომარეობით „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 6 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველ სხდომაზე ილია ჭავჭავაძის წინადადებით მიიღეს გადაწყვეტილება, ერთ წევრს ხმამაღლა ეკითხა „ვეფხისტყაოსანი“ და სხვებს ნუსხებთან შეეჯერებინათ.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 6 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველ სხდომაზე ილია ჭავჭავაძე ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 8 თებერვალს ილია ჭავჭავაძე წარმოდგენას „ჟოზეფ, პარიზელი კინტო“ დაესწრო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 11 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ რუბრიკით„თეატრის მატიანე“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „ჟოზეფზედ“ ლაპარაკი ცოტა დამიგვიანდა...“.