რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება თარიღი მზარდობით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 13 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მეორე სხდომაზე ილია ჭავჭავაძემ ხმამაღლა წაიკითხა პოემის ერთი თავი – „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 13 თებერვალს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკის შენობის დარბაზში გამართულ „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მეორე სხდომას დაესწრო.
1881
ტიპი: გარდაცვალება
1881 წლის 15 თებერვალს სვირის წმ. თომა მოციქულის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ გრიგოლის ძე ჩარკვიანი გარდაიცვალა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 21 თებერვალს ასკანის სკოლის მასწავლებელმა კონსტანტინე ერქომაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო წიგნები ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ივანე და კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელებმა საზოგადოებას ფული შესწირეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, ალექსი ჭიჭინაძისთვის უნდა ეცნობებინათ, რომ, საზოგადოების წესდების თანახმად, არავის ჰქონდა უფლება, მისგან სასწავლო პროგრამის შეცვლა მოეთხოვა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 23 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1881
ტიპი: მფლობელობა
1881 წლის 24 თებერვალს სოფელ ახალქალაქის სკოლის მასწავლებელმა ნიკოლოზ ხუციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო ქართული წიგნები სკოლისათვის.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 24 თებერვალს ილია ჭავჭავაძე „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მესამე სხდომას დაესწრო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 1-ლ მარტს დაბა სუჯუნის სკოლის მასწავლებელმა ფ. მატკავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ შემოწირული წიგნები მთლიანად ღარიბ მოსწავლეებს დაურიგა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 1-ლ მარტს დაბა სუჯუნის სკოლის მასწავლებელმა, ფ. მატკავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო წიგნები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად. გამგეობამ სულ 35 წიგნი გაუგზავნა, აქედან 26 წიგნი თითო ეგზემპლარი, 9 – ორ-ორი, და 2 – სამ-სამი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის მარტში ნიგოითის სასწავლებლის მასწავლებელმა, კონსტანტინე კალანდარიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ბიბლიოთეკისთვის მიიღო თითო ცალი ახალი აღთქმა, „დავითნი“, „ბანჯგვლიანი ფუტკარი“, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები, ი. გოგებაშვილის „დარიგება მასწავლებელთათვის“ და 2 ცალი „მირიან მეფე და წმინდა ნინო“. კალანდარიშვილმა წიგნები ბიბლიოთეკის კატალოგში აღრიცხა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის მარტში ნიგოითის სასწავლებლის პედაგოგმა კონსტანტინე კალანდარიშვილმა ღარიბ მოსწავლეებს დაურიგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიღებული წიგნები: 15 ცალი „დედა ენა“, 5 „ბუნების კარი“, 15 დედანი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის მარტში სოფელ ლანჩხუთის სასწავლებლის მასწავლებელმა სპირიდონ კვირკველიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად მიიღო შემდეგი წიგნები და სასწავლო ნივთები: „დედა ენა“ – 15, „ბუნების კარი“ – 5, დედანი – 15, ასპიდის დაფა – 15. შემოწირული წიგნები და ნივთები დაურიგდათ ღარიბ მოსწავლეებს, რომელთაც არ ჰქონდათ ყიდვის საშუალება.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის მარტში სოფ. ლანჩხუთის სასწავლებლის პედაგოგმა სპირიდონ კვირკველიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან სკოლის ბიბლიოთეკისთვის მიიღო ახალი აღთქმის, „დავითნის“, „არითმეტიკული გამოცანების“, ორბელიანის ლექსების „დარიგება მასწავლებელთათვის“, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, ბარათაშვილის ლექსების, „მირიან მეფე და წმინდა ნინოს“ თითო-თითო ეგზემპლარი, მიღებისთანავე აღრიცხა სკოლის კატალოგში როგორც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოწირულობა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის მარტში ილია ჭავჭავაძე ბათუმში, ნურიბეგ ხიმშიაშვილის ოჯახში, აჭარელ საზოგადო მოღვაწეებს – ჰუსეინ აბაშიძეს, ჰუსეინ ბეჟანიძესა და ლევან გაბუნიას – შეხვდა და სკოლის საკითხებზე ესაუბრა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის მარტში სოფ. ლანჩხუთის სასწავლებლის პედაგოგმა სპირიდონ კვირკველიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ღარიბი მოსწავლეებისთვის უფასოდ დასარიგებლად მიიღო 15 ცალი „დედა ენა“, 5 „ბუნების კარი“, 15 დედანი და ამდენივე ასპიდის დაფა. შემოწირულობა გადასცეს ღარიბ მოსწავლეებს, რომელთაც არ ჰქონდათ ყიდვის საშუალება.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 მარტს ბათუმის სკოლის მმართველმა ალექსანდრე თეიმურაზის ძე ნანეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ გუბერნატორის წარმომადგენელი კომაროვი სკოლაში რუსული ენის სავალდებულო სწავლებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლის დახურვით იმუქრებოდა.