რეგისტრირებული ფაქტები82206
სორტირება თარიღი მზარდობით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, სტეფანწმინდის მცხოვრებთა ყრილობის გადაწყვეტილება სკოლის გახსნის თაობაზე გუბერნატორისთვის დასამტკიცებლად გაეგზავნათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იონა მეუნარგიას წინარეხსა და თონეთში ჩასვლა და სკოლების მშენებლობის პროცესის დაწყება დაევალა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე სარაჯიშვილი საზოგადოების საქმისმწარმოებლად აირჩიეს.
1881
ტიპი: გარდაცვალება
1881 წლის 13 სექტემბერს სოფ. ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ რომანოზის ძე ანთაძე გარდაიცვალა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 17 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე ვერის ბაღში დავით ჩუბინაშვილის, ილია ოქრომჭედლიშვილისა და ალექსანდრე ცაგარლის პატივსაცემად გამართულ ბანკეტს დაესწრო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს შეატყობინა, რომ 19 სექტემბერს ანა ღოღობერიძე-მუსხელიშვილთან, დავით ჩუბინაშვილსა და მაკო აფხაზთან ერთად საგურამოში ავიდოდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 19 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს საგურამოში ხანჯალი გაუგზავნა, რომ კარგი სამსახურისთვის თავიანთი მეცხვარისთვის გადაეცა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 21 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე არქეოლოგთა მეხუთე ყრილობის ბოლო სხდომას დაესწრო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 სექტემბერს ილია ჭავჭავაძეს საგურამოში დავით ჩუბინაშვილი, ალექსანდრე ცაგარელი და სხვა საზოგადო მოღვაწეები სტუმრობდნენ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 27 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დაარსებიდან 50 წლის აღსანიშნავ იუბილეს დაესწრო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის ოქტომბრის მიწურულს იონა მეუნარგია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დავალებით სოფელ თონეთში გაემგზავრა.