რეგისტრირებული ფაქტები82204
სორტირება თარიღი მზარდობით
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 23 დეკემბერს ივანე მაჩაბელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქალაქებში წიგნების გასავრცელებლად სანდო პირები შესთავაზა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძემ სიძესთან, ნიკოლოზ აფხაზთან ერთად, თავისი დის, ნინო ჭავჭავაძე-აფხაზის გარდაცვალების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.
1884
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1884 წელს გრიგოლ ილარიონის ძე უროტაძე ოზურგეთის მაზრის სოფელ აცანაში დაიბადა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წლიდან ივლიანე აბესაძე მოღვაწეობდა პედაგოგიურ ასპარეზზე სხვადასხვა დაბალ და საშუალო სასწავლებელში.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების თავმჯდომარე იყო ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი (მუხრანსკი).
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს თედო სახოკია თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში კარლ ფოხტისა და მოლეშოტის ნაწერებს ეცნობოდა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.
1884
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხელთუბნის სკოლა დაარსდა 1884 წელს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1884
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლა დაარსდა 1884 წელს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მოლარე გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი იყო.
1884
ტიპი: ავტორობა
1879-1884 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 81 წევრი დაემატა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1885 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ცხრამეტი სხდომა ჩაატარა, რომელთაგან ერთს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე თავმჯდომარეობდა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1885 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ცხრამეტი სხდომა ჩაატარა, რომელთაგან ორის თავმჯდომარე იყო იაკობ გოგებაშვილი.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1885 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ცხრამეტი სხდომა ჩაატარა, რომელთაგან თექვსმეტს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 საანგარიშო წლისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაამტკიცა ხარჯთა სია: ბათუმის სკოლისთვის 1700 მანეთი, მდივნის ხელფასისთვის 600 მანეთი, საკანცელარიო ხარჯისთვის 100 მანეთი, წინარეხის სკოლისთვის 350 მანეთი, წიგნების დასაბეჭდად 1500 მანეთი, ღარიბი სკოლების დასახმარებლად 500 მანეთი, მოულოდნელი ხარჯისთვის 500 მანეთი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების წლიურ ანგარიშს ხელს აწერს საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი და თავმჯდომარის მოადგილე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, მმართველობის წევრები: ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი და გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე.