რეგისტრირებული ფაქტები92954
სორტირება თარიღი მზარდობით
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში შიო არაგვისპირელის სწავლის პერიოდში, იგი განცალკევებით იდგა და ერიდებოდა იმ ათასგვარ სისაძაგლეს, რაც იქ ხორციელდებოდა.
1883
ტიპი: განათლება
1883-1889 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში შიო არაგვისპირელის სწავლის პერიოდში იგი ისე დაუტანჯავს ბერძნული ენის მასწავლობელს, რომ რაღაც დროის მერე საერთოდ შეშვებია ბერძნულს და სემინარიის დამთვარებამდე აღარ მობრუნებია ამ საგანს, თუმცა ოთხზე ნაკლები ნიშანი არასდროს აღარ ჰქონია.
1883
ტიპი: ღონისძიება
შიო არაგვისპირელს ღვთისმოყვარეობა სასულიერო სემინარიაში ჩაბარებამდე გაჰყოლია, შემდეგ კი მისი რწმენა 1883 წელს ერთ დღეში დამსხვრეულა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში შიო არაგვისპირელი ყოველთვის თვალცრემლიანი შესთხოვდა ღმერთს დახმარებას, როცაკი ამხანაგებისა თუ მასწავლებლებისგან უსამართლო დამოკიდებულებას გადაეყრებოდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში თბილისში სწავლის პერიოდში შიო არაგვისპირელი და მისი ძმა, გიორგი საზაფხულო არდადეგებზე მშობლიურ სოფელში ჩადიოდნენ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1884 წლებში 15-16 წლის თედო სახოკია იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ყველა იმდროინდელი მოქალაქე რუსეთის იმპერიისა, კანონმორჩილი და ერთგული ქვეშევრდომი იმპერატორ ალექსანდრე მესამისა.
1883
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1883 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე, ჯერ კიდევ მოწაფე, გამოვიდა რევოლუციურ ასპარეზზე. იგი 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პარტიას და 3 წელი იჯდა ციხეში.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს ვასილ გაბაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1883
ტიპი: გარდაცვალება
1883 წლის 8 იანვარს ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იოსებ ანთიმოზის ძე კროჭი გარდაიცვალა.

