საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88410

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-1889 წლებში სერაპიონ მოსეს ძე კიკნაველიძე სოფ. დილიკაურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-1917 წლებში იოსებ იოანეს ძე ჭუმბურიძე სოფ. ეწერის (ჯვარ-ეწერის) მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს საბა აბრამის ძე თვარაძე სოფ. ზენობნის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს გიგო დიდიამ სოფელ გულეიკარში სკოლა გახსნა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს გიორგი თუმანიშვილმა დააარსა გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“, რომელთანაც თანამშრომლობდნენ ნიკო ნიკოლაძე, გიორგი ზდანოვიჩი, გიორგი ლასხიშვილი, აკადემიკოსი ივანე თარხნიშვილი, ნიკო მარი, ალექსანდრე ხახანაშვილი და სხვ.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წელს დაარსებულ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ გიორგი თუმანიშვილი თითქმის 10 წელი გამოსცემდა. გაზეთში განიხილებოდა საკითხები კავკასიის შესახებ.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-85 წლებში დიმიტრი დავითის ძე ლომიძე სოფ. ლიჩის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს ალექსანდრე მინასის ძე მოვსესიანი თბილისში გადმოსახლდა და ჟურნალ „არძაგანქის“ რედაქციაში დაიწყო მუშაობა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლიდან ვალერიან გუნია ვალიკოიას ფსევდონიმით გაზეთ „ივერიაში“ რეცენზიებსა და კრიტიკულ შენიშვნებს წერდა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-85 წლებში დავით იოსების ძე სირბილაძე სადემეტრეოს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-87 წლებში ტარას ალფეზის ძე ბაქრაძე სავანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს პაპანდოპულო მასწავლებლად მუშაობდა ახალქალაქში.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-87 წლებში ნესტორ ზაქარიას ძე შვანგირაძე ტყაჩირის წმ. კვირიკესა და ივლიტეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: გარდაცვალება

1884 წლის 7 მარტს უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი მაქსიმე ტოგონიძე გარდაიცვალა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-94 წლებში გრიგოლ სტეფანეს ძე დეისაძე უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 20 აგვისტოს „დროებაში“ დაიბეჭდა რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის 1884 წლის იანვრის ანგარიში, რომელსაც ხელს აწერდნენ: ნიკოლოზ დიასამიძე, გოგია კავლელაშვილი, გლახა ბეჟანაშვილი, მიხეილ კლიმიაშვილი, ნ. საძაგლიშვილი და ნ. მძინაროვი.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს გიორგი ანდრიას ძე ზებედოვი ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს იოსებ გიორგის ძე აბრამიშვილი ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის იანვრის რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიშს ხელს აწერდნენ: ნიკოლოზ დიასამიძე, გოგია კავლელაშვილი, გლახა ბეჟანაშვილი, მიხეილ კლიმიევი, ნ. საძაგლიშვილი და ნ. მძინაროვი.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ეფემია მესხი თბილისში, მაკო საფაროვას ბენეფისზე, პირველად გამოვიდა სცენაზე.

1884

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1884-1885 წლების ანგარიშის მიხედვით, ხარკოვის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს საზოგადოებამ 100 მანეთის ღირებულების წიგნები გაუგზავნა. ანგარიშს ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს კოტე მესხმა ქუთაისში მუდმივი დასი ჩამოაყალიბა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს დათიკო აწყურელის ინიციატივით კერძო სახლებში განახლდა წარმოდგენები, რომლებშიც მონაწილეობდნენ ნინო გამყრელიძე, ა. ადამიძე, გიგო გელიკურაშვილი და ვიქტორ გამყრელიძე.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ადამ ადამიძის თაოსნობით ჩუღურეთში, ადამიძისა და ბაჯიაშვილის სახლში,  ხუთი წარმოდგენა გაიმართა შაქრო საფაროვის, ვანო მჭედლიშვილისა და დარო მჭედლიშვილის მონაწილეობით.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს კუკიაზე ადამ ადამიძის თაოსნობით დაიდგა: „მათიკო“, „არსენა“, „ბაიყუში“, „ცოლი ვიყიდო თუ ფული“, „უმანკო პატარძალი“, „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგი“, „ადვოკატი მელაძე“ და სხვა. ეს წრეც მალე დაიშალა.