რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება თარიღი მზარდობით
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა წერილი „რუსული სკოლის დასაწყისი ჩვენში“, რომელშიც ვკითხულობთ, 1825 წელს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი (დირექტორი ალექსი პეტრიაშვილი) ყაზანის უნივერსიტეტის სამმართველოს უწყებაში გადავიდა, 1825 წლიდან კი ხარკოვის უნივერსიტეტს მიაწერეს.
1883
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1883 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ თავისი დის, ნინო ჭავჭავაძის წერილი მიიღო. ის ატყობინებდა, რომ სოსიკო ვაჩნაძეს ილიასგან ათასი მანეთის სესხება სურდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძე ნიკო ხიზანიშვილსა და ელისაბედ ჩერქეზიშვილს ესტუმრა და მათი ახალშობილი მოინახულა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორ ნიკოლაი დარსკის აცნობა, რომ თონეთის სკოლაში სწავლა თავდაპირველად ქართულ ენაზე დაიწყებოდა, რუსული კი წლის მეორე ნახევრიდან დაემატებოდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლების ზამთარში ქუთაისში ჩავიდა რუს მსახიობთა დასი, რომლის წევრი იყო ლადო ალექსი-მესხიშვილი.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლების ზამთარში ლადო ალექსი-მესხიშვილს ქუთაისის საზოგადოებამ აკაკი წერეთლის „თამარ ცბიერის“ ქართულ დადგმაში მონაწილეობა სთხოვა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში ქუთაისში რუს მსახიობთა დასთან ერთად ჩამოსულმა ლადო ალექსი-მესხიშვილმა „თამარ ცბიერის“ ქართულ დადგმაში გოჩას როლი შეასრულა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლების ზამთარში ქუთაისში ჩასულ რუს მსახიობთა დასის წევრ ლადო ალექსი-მესხიშვილს „თამარ ცბიერის“ ქართულ დადგმაში გოჩას როლის ტექსტი რუსულად ჰქონდა დიდი ასოებით დაწერილი, რადგან იმ ხანებში თურმე სრულებით არ იცოდა ქართული.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლების ზამთარში „თამარ ცბიერის“ ქართულ დადგმაში ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ გოჩას როლის თამაშით უზომოდ მოხიბლული დარჩა იაკობ ფანცხავა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 10 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ პეტრე უმიკაშვილთან და ალექსანდრე სარაჯიშვილთან ერთად „ვისრამიანის“ რამდენიმე ხელნაწერის რედაქტირება დაამთავრა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 18 დეკემბერს ცენზურამ ილია ჭავჭავაძის ლექსის „ბაზალეთის ტბა“ დაბეჭდვა აკრძალა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 23 დეკემბერს ივანე მაჩაბელმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემული წიგნების დიდ ქალაქებში გასავრცელებლად სანდო პირების არჩევა იყო საჭირო, რომლებსაც ეგზემპლარების გაყიდვა და საზოგადოებისთვის ფულის წარდგენა დაევალებოდათ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 23 დეკემბერს ივანე მაჩაბელმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხალხში ქართული წიგნების გავრცელება იყო. მისი თქმით, რაც შეიძლება მალე უნდა დაეწყოთ წიგნების ბეჭდვა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 23 დეკემბერს ივანე მაჩაბელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქალაქებში წიგნების გასავრცელებლად სანდო პირები შესთავაზა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძემ სიძესთან, ნიკოლოზ აფხაზთან ერთად, თავისი დის, ნინო ჭავჭავაძე-აფხაზის გარდაცვალების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

