რეგისტრირებული ფაქტები82566
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 12 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილმა დააბრუნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან წაღებული წიგნები, მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგის კუთვნილი „სახარება“.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 7 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თევდორე ჟორდანიას გაუგზავნა წიგნი „წერილები ისტორიული“, რომლის მიღებაც მან ხელმოწერით დაადასტურა.
1907
ტიპი: ავტორობა
სამსონ ფირცხალავას თქმით, ილია ჭავჭავაძის ხსოვნის აღსანიშნავად და პატივსაცემად მოწვეულ კრებას, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული დელეგატები და თბილისის ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ინიციატორებმა შემდეგი წინადადება შესთავაზეს: თბილისში, ერევნის მოედანზე, დაედგათ ილიას ძეგლი, შეექმნათ ილიას ფონდი და ყველა ზომა მიეღოთ ხალხში ილიას სახელის განსამტკიცებლად.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის დირექცია ქუთაისის სახალხო სკოლების ინსპექტორმა ბ. სუდაკოვმა შეამოწმა. ინსპექტორი დირექციის მუშაობით კმაყოფილი დარჩა.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის ორგანყოფილებიანი სათავადაზნაურო სკოლის მზრუნველებად დანიშნა: ანნა ბესარიონის ასული მუხსელოვისა, ელენე დიმიტრის ასული ლორთქიფანიძისა, სიმონ (სვიმონ) ბესარიონის ძე ღოღობერიძე, ალექსანდრე ივანეს ძე ფიფინაშვილი (ფიფინოვი), ანტონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე და ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი.
1884
ტიპი: ორგანიზაცია
1884 წლის 25 ოქტომბრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ლეჩხუმში, დაბა ლაილაშში, იყო ქაიხოსრო იაკობის ძე გელოვანი. მას საზოგადოების ნამდვილი წევრობაც სურდა.
1908
ტიპი: ავტორობა
1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყეს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის საბჭოს დადგენილება: ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 მანეთი გადაერიცხათ ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ფონდისთვის. შეტყობინებას ხელი მოაწერეს გიმნაზიის გამგე იოსებ ოცხელმა და საქმის მწარმოებელმა ივანე ეპიტაშვილმა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მესამე განყოფილების მოსწავლეებმა გაიარეს „რუსკოე სლოვოს“ მეორე ნაწილი; წინადადებებსა და სიტყვებს გრამატიკულად არჩევდნენ; იცოდნენ ლექსები და უცხო სტატიებსაც კითხულობდნენ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მეორე განყოფილების მოსწავლეებმა რუსულ ენაში გაიარეს „რუსკოე სლოვოს“ პირველი ნაწილი სრულად და მეორე ნაწილიდან რამდენიმე გვერდი. მასალა კარგად იცოდნენ, მხოლოდ რამდენიმე მოსწავლეს უჭირდა სიტყვების გამოთქმა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მოსწავლეებმა საღვთო სჯულის პროგრამა სრულად გაიარეს. მათ კარგად იცოდნენ ლოცვები და თავისუფლად ჰყვებოდნენ ძველი და ახალი აღთქმის ისტორიებსაც. პირველი და მეორე განყოფილების მოსწავლეები ქართულად ჰყვებოდნენ, მესამე და მეოთხე განყოფილების მოსწავლეები კი – რუსულადაც. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის მაჰმადიანი მოსწავლეები უგულოდ ეკიდებოდნენ სწავლას და ცოდნით ამხანაგებს ჩამორჩებოდნენ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში 176 მოსწავლე სწავლობდა, რომელთაგან 15 მაჰმადიანი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გამგეობის წევრებმა დავით კარიჭაშვილსა და ნიკოლოზ ელიავას ბათუმის სკოლის დათვალიერებისას არ დახვდათ ისეთი სურათი, როგორსაც ჩვეულნი იყვნენ. შედარებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა მეოთხე განყოფილებამ, თუმცა იქაც საკმაოდ იყვნენ ჩამორჩენილი მოსწავლეები, რომელთაც მასალა ცუდად აითვისეს.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის მოსამზადებელ კლასებში სწავლა საზოგადოების მმართველობისგან დამტკიცებული პროგრამის მიხედვით მიმდინარეობდა, პროგიმნაზიულ კლასებში კი – სამინისტროს პროგრამის მიხედვით. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია) და ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 საანგარიშო წელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა შემოწირულობების თვალსაზრისით. ამ წელს ნიკოლოზ დავითის ძე დადიანმა საზოგადოებას ძველ ხელნაწერთა ბიბლიოთეკა შესწირა, რომელთა შორის მოიპოვებოდა ეტრატზე დაწერილი VII, VIII და IX საუკუნეების ხელნაწერები, სულ 179 ხელნაწერი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მუზეუმის ნივთებიდან სანიმუშო იყო საქართველოს მეფეების ოქროსა და ვერცხლის ფული: დავით აღმაშენებლის შვილის – დიმიტრი II, თამარ მეფის, რუსუდანის, დავით ნარინის, თეიმურაზის, ერეკლესი, გიორგი XII და სხვ. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მუზეუმის ნივთებიდან სანიმუშო იყო დავით რექტორის ნაქონი სამწერლო იარაღთა ყუთი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მუზეუმის ნივთებიდან სანიმუშო იყო ოქროს ვარაყიანი შუშის სურა ზედ წარწერით: „მეფის ძე იულონ“. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების ნებართვით გაიხსნა მუზეუმი, სადაც სხვადასხვა პირთა მიერ შემოწირული ძველი ისტორიული და არქეოლოგიური ნივთები, ასევე სანუმიზმატიკო ნიშნები გროვდებოდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწერდნენ, რომ ქუთაისის ქართული დრამატული საზოგადოება (გამგეობის მდივანი – არჩილ ავალიშვილი) სხვადასხვა სამწუხარო მიზეზის გამო 31 აგვისტოს ვერ ახერხებდა დელეგატის გაგზავნას ვერც ილია ჭავჭავაძის პანაშვიდზე და ვერც კრებაზე დასასწრებად. საზოგადოება აუცილებლად მიიღებდა ნივთიერ მონაწილეობას საფლავის ძეგლის აგებაში.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დამფუძნებელ წევრებად 27 ადამიანი აირჩია. მმართველობამ მათ მისცა საჭირო წესების კრებული, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, რომ მასწავლებლებისთვის გრამატიკის, გეოგრაფიის, „მოთხრობები საქართველოს ისტორიიდან" და არითმეტიკის სახელმძღვანელოების შესაძენად პრემიის დანიშვნის შესახებ ადგილობრივ გაზეთში ინფორმაცია დაებეჭდა და სახელმძღვანელოების წარდგენის დროდ 1881 წლის 1-ლი იანვარი გამოეცხადებინა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ ხარკოვის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს ქართულ ენაზე გამოცემული ყველა ჟანრის წიგნი გაუგზავნა. ბევრმა გამომცემელმა სტუდენტებს საკუთარი დაბეჭდილი წიგნები უფასოდ დაუთმო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.