რეგისტრირებული ფაქტები88410
სორტირება თარიღი მზარდობით
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ა. შჩერბაკოვის სტატია „საგულისხმიეროდ“ (გაზეთებიდან, წარსულის მოგონებებიდან), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ 1832 წელს სვანეთის მთავრის ციოყ დადიშქელიანის დედა დიგორხანი თავის მირეწლოვან შვილ ბექირ-ბეისთან ერთად საქართველოს მთავარმმართებელ როზენთან მივიდა და ქვეშევრდომობა სთხოვა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ა. შჩერბაკოვის სტატია „საგულისხმიეროდ“ (გაზეთებიდან, წარსულის მოგონებებიდან), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ 1833 წელს დიგორხან დადიშქელიანი პოდპოლკოვნიკ ბესო გელოვანთან, პროპორშიკ ალექსანდრე თარხან-მოურავთან და ივანე ფალავანდიშვილთან ერთად სვანეთში დაბრუნდა. მათი თანდასწრებით ციოყ დადიშქელიანს რუსეთის მთავარმმართებლისთვის ერთგულების ფიცი უნდა მიეცა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ა. შჩერბაკოვის სტატია „საგულისხმიეროდ“ (გაზეთებიდან, წარსულის მოგონებებიდან), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ 1834 წელს სვანეთის მთავარმა ციოყ დადიშქელიანმა და მისმა ოჯახმა ქრისტიანობა მიიღო. მათთან ერთად 2000 ოჯახი მოინათლა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ა. შჩერბაკოვის სტატია „საგულისხმიეროდ“ (გაზეთებიდან, წარსულის მოგონებებიდან), რომლიდანაც ვგებულობთ, რომსაქართველოს მთავარმმართებელმა როზენმა ციოყ დადიშქელიანის ერთგულების შესამოწმებლად სვანეთში ვამეხ დადიანი, გიორგი აფაქიძე და მღვდელი დავით ქობულოვი გააგზავნა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ა. შჩერბაკოვის სტატია „საგულისხმიეროდ“ (გაზეთებიდან, წარსულის მოგონებებიდან), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ 1854 წელს სვანეთის სამთავროს გაუქმებისა და მთავრის საქართველოდან გასახლების განზრახვასთან დაკავშირებით კონსტანტინე დადიშქელიანმა იმერეთის გუბერნატორი ალექსანდრე გაგარინი თავის სამ მსახურთან ერთად მოკლა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ა. შჩერბაკოვის სტატია „საგულისხმიეროდ“ (გაზეთებიდან, წარსულის მოგონებებიდან), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ 1854 წელს კონსტანტინე დადიშქელიანს ქუთაისის გუბერნატორის – ალექსანდრე გაგარინის მკვლელობის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 9 მარტს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა „ივერიის“ რედაქციას ილია ჭავჭავაძის თბილისში დაბრუნებამდე ჟურნალის მეორე ნომრის შეჩერების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა.
1884
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1884 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან წერილობით შეატყობინა თავის ცოლს, ოლღას, რომ ბანკის საქმეების გაჭიანურების გამო ისევ ვერ ახერხებდა თბილისში დაბრუნებას.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან თბილისში კავკასიის საცენზურო კომიტეტს „ივერიის“ მეორე ნომრის გამოშვების ნებართვისთვის წერილი გაუგზავნა და შეატყობინა, რომ მის მოვალეობას გრიგოლ ყიფშიძე შეასრულებდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის 14 მარტის მოხსენებაში სოფელ დიდი თონეთის სკოლის მზრუნველმა კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ სკოლაში სწავლის საქმე ძალიან კარგად მიდიოდა, მასწავლებელი ბესარიონ ჭილაძე პატიოსანი და მშრომელი იყო, მისი დამსახურებით მოსწავლეები ბეჯითად სწავლობდნენ და სოფლის მოსახლეობაც გულშემატკივრობდა სკოლას.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 14 მარტის მოხსენებაში სოფელ დიდი თონეთის სკოლის მზრუნველი კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილი ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას სწერს, სკოლაში წერა-კითხვის გარდა რაიმე ხელობის სწავლების უფლება დაერთოთ. ის ითხოვს ასევე ბავშვების სასწავლებლად 15-20 მანეთს წიგნების ყდის შესაკვრელი და დასაკაზმი იარაღის საყიდლად. მასწავლებელმა ბესარიონ ჭილაძემ იცოდა ეს ხელობა და თანახმა იყო, ესწავლებინა. ასე ბავშვები თავად შესძლებდნენ სასწავლო წიგნების განახლებას.
1884
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1884 წლის 15 მარტს ვასილ ნესტორის ძე ბარბაქაძე დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ მუხუროში.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 15 მარტს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ყოფნის გამო დიმიტრი სტაროსელსკის დაკრძელვას ვერ დაესწრო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 26 მარტს ილია ჭავჭავაძის თბილისში არყოფნის გამო დაგვიანებით გამოვიდა ჟურნალ „ივერიის“ მეორე ნომერი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა თ. ჟორდანიას სტატია „მთავარეპისკოპოსი სამებელი და ქართული სტამბის საქმე მეთვრამეტე საუკუნეში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ევგენი ამილახვარი მთავარეპისკოპოს სამებელის მიერ მოსკოვში 1761 წელს დაარსებულ სტამბაში ზედამხედველად მუშაობდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა თ. ჟორდანიას სტატია „მთავარეპისკოპოსი სამებელი და ქართული სტამბის საქმე მეთვრამეტე საუკუნეში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ დიმიტრი ციციანოვი მთავარეპისკოპოს სამებელის მიერ მოსკოვში 1761 წელს დაარსებულ სტამბაში სლავური ტექსტის რედაქტორად მუშაობდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა თ. ჟორდანიას სტატია „მთავარეპისკოპოსი სამებელი და ქართული სტამბის საქმე მეთვრამეტე საუკუნეში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მთავარეპისკოპოს სამებელის მიერ მოსკოვში 1761 წელს დაარსებულ სტამბაში დაიბეჭდა „წიგნი მოციქულთა“(„სამოციქულო“), რომლის ერთი ეგზემპლარი ქართველთა შორის წერა-კითხვს გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავში ინახებოდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა თ. ჟორდანიას სტატია „მთავარეპისკოპოსი სამებელი და ქართული სტამბის საქმე მეთვრამეტე საუკუნეში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მთავარეპისკოპოს სამებელმა ბიბლიიის ბერძნულ, ასირიულ დ ასლავურ ენებთან შეთანხმებული და შესწორებული ტექსტი გამოსცა.

