რეგისტრირებული ფაქტები82566
სორტირება თარიღი მზარდობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილის ნაშრომები, რომლებიც გაფანტული იყო გაზეთ „დროებასა“ და „ივერიაში“ ცალკე წიგნად დაიბეჭდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძემ შეკრიბა ნიკო ნიკოლაძის ნაშრომები, რომლის ცალკე წიგნად დაბეჭდვა სურდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ხიზანაშვილის წერილები „ძველი ქართული ოჯახი“ ცალკე წიგნად დაიბეჭდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, 17 მაისს ქართულ თეატრს უნდა გაემართა წარმოდგენა „სიყვარული ახალგაზრდა ქალისა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა კონსტანტინე ყიფიანი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთლის თხზულება „გადია“ თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში, იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთლის თხზულება „გადია“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის მაღაზიაში, იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიაში, 25 კაპიკად იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ ფოთში, ხუმარაძის წიგნის მაღაზიაში, 25 კაპიკად იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ ბათუმში, მოსე ნათაძესთან იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ ოზურგეთში პედაგოგ ილურიძესთან იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ ახალციხეში, ალექსეევ-მესხიევთან იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ გორში, სოფრომ მგალობლიშვილთან იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ თელავში, ვლადიმერ როსტომაშვილთან იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ბაკურციხეში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ავქსენტი ცაგარლის „ბაიყუში“ და გაბრიელ სუნდუკიანცის „პეპო“ წარმოადგინეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, დიმიტრი ბაქრაძე ეძებდა ვახუშტი ბატონიშვილის სურათს, რომელსაც დაურთავდა მის მიერ შედგენილ „ვახუშტის ისტორიას“.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 13 იანვარს დიმიტრი ბაქრაძე სამედიატორო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 13 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ქუთაისის ერთ-ერთი ციხის პატიმრის წერილი, რომელიც „ივერიის“ რედაქტორ ილია ჭავჭავაძესა და „ნობათის“ რედაქტორ ღულაძეს სთხოვდა, რომ თავიანთი ჟურნალის თითო ნომერი უსასყიდლოდ გაეგზავნათ პატიმრებისთვის მღვდელ ოქროპირ კაჭუხიძის სახელზე.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 13 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში ბარბარე კორინთელის ბენეფისი გაიმართა.