საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82566

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, იწყებოდა იმ 8 პირის სასამართლო, რომელთაც ფოთში მდებარე გაიდებუროვისა და მიხეილოვის ნავსადგურის გაძარცვა ბრალდებოდათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ იაკობ გოგებაშვილსა და ანდრია ღულაძეს შორის დავის განხილვა სამედიატორო სასამართლომ გადადო. განცხადებას ხელს აწერენ დიმიტრი ბაქრაძე, გიორგი იოსელიანი და გიორგი წერეთელი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში ვლადიმერ ალექსეევ-მესხიევის ბენეფისი გაიმართა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, სილიბისტრო თოფურიძე გეჯეთის სკოლის პედაგოგად მუშაობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 იანვარს გაზეთ „ნობათის“ რედაქტორ ალექსანდრე ღულაძის განცხადებით, რედაქციამ ქუთაისის ერთ-ერთი ციხის პატიმარს თხოვნა შეასრულა და გამოსული ნომრების თითო ეგზემპლარი ოქროპირ კაჭუხიძის სახელზე გაგზავნა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ეპისკოპოსის მიერ ოზურგეთში დაარსებული საქალებო ეპარქიალური სკოლა უსახსრობის გამო დაიხურა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ზაქარია გულისაშვილი სოფელ მეტეხის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ქუთაისის სასოფლო სკოლების ინსპექტორი ქორქაშვილი სოფელ გეჯეთში ახალი სკოლის გახსნას დაესწრო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროებაში“ კოწია მაჭავარიანის ეთნოგრაფიული წერილი „აფხაზეთი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 17 იანვარს ილიარიონ მაჭარაშვილი ვანის საეკლესიო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ილარიონ მაჭარაშვილმა სოფელ ვანში საეკლესიო სამრევლო სკოლა გახსნა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ილარიონ მაჭარაშვილი მღვდელი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გიორგი ანთაძე პედაგოგი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 იანვარს „დროების“ რედაქციამ „ნობათის“ რედაქციისგან საჩუქრად მიიღო გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში კონსტანტინე ყიფიანის ბენეფისი გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გიორგი ანთაძემ სოფელ ვარძიაში საკუთარი ხარჯით სკოლა ააშენა და იქ პედაგოგად მუშაობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 იანვარს სიმონ რცხილაძე თბილისის ეპარქიის სამღვდელოების საქალებო სასწავლებლის კრებას ესწრებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 18 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის „სოფლის გაყოფა“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის განცხადება, რომ ვისაც სურდა გაზეთ „ივერიის“ მთელი წლის ნომრების გამოწერა, რედაქციის სახელზე 7 მანეთი უნდა გაეგზავნათ.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 19 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ეკატერინე მელიქიშვილი-მესხისა ჟურნალ „ქართული ბიბლიოთეკის“ რედაქტორად მოიაზრებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 20 იანვრის გაზეთ „დროებაში“ სოფელ ქვემო ჭალის შესახებ ნიკო ლეონიძის სტატია დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 20 იანვარს ვალერიან გუნიას მონაწილეობით ქართულ თეატრში დადგეს დრამა „ედმონდ კინი“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ს. ანანოვის, გასპარიანცისა და მკრტიჩიანცის საქმის განხილვა დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 23 იანვარს არწრუნისეულ თეატრში ნატო გაბუნიას ბენეფისი გაიმართა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ექიმი იოსებ გორალეჩოვი პაციენტ ე. სურგუნოვის შესახებ წერდა.