რეგისტრირებული ფაქტები82566
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს კირიონ ეპისკოპოსის თხოვნა. მას გომარეთის ეკლესიიდან ჩამოტანილი ქვების საეკლესიო მუზეუმში მოთავსება სურდა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ გამგეობას მოახსენა, რომ წიგნის მაღაზიის გამგემ, შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილმა საჭიროდ მიიჩნია დაკარგული 64 წიგნის შესახებ ცნობების ხელმეორედ შემოწმება. შემოწმების შედეგები სარევიზიო კომისიის ანგარიშს არ დაემთხვა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ივანეს ძე მდივანმა განაცხადა, რომ გამგეობას 6-7 წლის განმავლობაში წიგნის მაღაზიის რევიზია არ ჩაუტარებია, ამიტომ მისი აზრით, სჯობდა საზოგადოების გამგეობის წევრები გადამდგარიყვნენ თანამდებობიდან და არა მაღაზიის გამგე.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მარტს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვლადიმერ ბაკურაძის თხოვნა ყალამშიის სკოლის მასწავლებლად დროებით დანიშვნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისის განხილვისას გიორგი ლასხიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ გამგე, შიო ქუჩუკაშვილი, დროებით მაინც გადაყენებინათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ კურდღელაშვილის დაჯილდოების საკითხის განხილვა გადადეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს თეირანში მცხოვრებმა იასონ მენაბდემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, სპარსი ყმაწვილის სასწავლებლად ჩამოყვანაში დახმარებოდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მარტს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას თხოვნა რუსეთში გადასახლებული ქართველებისთვის საზოგადოების გამოცემული წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 11-დან 15 მარტამდე საზოგადოებაში შევიდა 916. 70 მანეთი და დაიხარჯა – 1691. 27.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თერგის სკოლის დირექტორის მოხსენება აღათია წერეთლის მასწავლებლად დანიშვნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა იძულებული გახდა სხდომა დაეტოვებინა, რის შემდეგაც საქმის წარმოება დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს დაევალა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ გამგეობის 9 წევრიდან 8 საზოგადოების წიგნის მაღაზიაზე პასუხისმგებლად მიიჩნევდა წიგნის მაღაზიის გამგე შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს, ხოლო 6 ფიქრობდა, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა საზოგადოების მდივან სამსონ გიორგის ძე ფირცხალავასაც.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა გამგეობის წევრებს გააცნო 1908 წლის 8 მარტს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მიერ წარდგენილი მოხსენება საზოგადოების წიგნის მაღაზიის ნაწილობრივი შემოწმებისა და მისი სრულად შემოწმების საჭიროების შესახებ.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის II სამკითხველოთი სამუშაო დღეებში 6089 ადამიანი სარგებლობდა, უქმე დღეებში კი – 1158. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხონის სამკითხველოთი სამუშაო დღეებში 4000 ადამიანი სარგებლობდა, უქმე დღეებში კი – 2060. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხარაგაულის სამკითხველოთი სამუშაო დღეებში 3488 ადამიანი სარგებლობდა, უქმე დღეებში კი – 2160. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის III სამკითხველოთი სამუშაო დღეებში 5525 მკითხველი სარგებლობდა, უქმე დღეებში კი – 1659. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, შილდის სამკითხველოთი სამუშაო დღეებში 124 მკითხველი სარგებლობდა, უქმე დღეებში კი – 375. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიდი ჯიხაიშის სამკითხველოთი სამუშაო დღეებში 2880 მკითხველი სარგებლობდა, უქმე დღეებში კი – 1440. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.