რეგისტრირებული ფაქტები82634
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს შიო ქუჩუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისის მიზეზად აღნიშნა, რომ მაღაზიის გარდა ბევრი სხვა საქმეც ევალებოდა და საზოგადოების გამგეობას სთხოვა, გამგედ აღდგენის შემთხვევაში მისი ხელფასიდან ყოველთვიურად გამოერიცხათ 25 მანეთი, რითიც ზარალი თანდათან დაიფარებოდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განსახილველი იყო საკითხი შიო ქუჩუკაშვილის საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგედ ხელახლა დანიშვნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი იაკობ ღულაძე და წევრები – დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, სამსონ ფირცხალავა.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 27 მაისს იაკობ ნიკოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას (მდებ. სასახლის ქუჩა, სახლი N6) შეატყობინა, რომ მარსელიდან უნდა გამოეგზავნა ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის ბრინჯაო და თავადაც ჩამოსულიყო. იგი 3 ივნისს ბათუმში იქნებოდა, საქმეების მოგვარების შემდეგ კი – თბილისში.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პარიზში მყოფ იაკობ ნიკოლაძეს შეატყობინა, რომ გამგეობას შეუძლებლად მიაჩნდა მისთვის 1 000 მანეთის გაგზავნა ილია ჭავჭავაძის ქანდაკებისთვის, შეახსენა, რომ ამ თანხას საფლავზე ძეგლის გამართვის შემდეგ მიიღებდა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 31 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინეს, რომ დავით სარაჯიშვილის განკარგულებით მათთვის უნდა გადაეცათ 500 მანეთი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ასაგებად. შეტყობინებას ხელი მოაწერა კანტორის მთავარმა რწმუნებულმა ალექსანდრე სარაჯიშვილმა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 3 ნოემბერს სასოფლო-სამეურნეო საურთიერთო ნდობის საზოგადოების მფლობელმა დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 500 მანეთი გადაურიცხა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907-1910 წლებში თბილისის ნოტარიუსმა ილია წინამძღვრიშვილმა გიორგი ყაზბეგის მიერ შეტანილი გადასახადის (22. 70 მან.) ქვითარსა და მინაწერში აღნიშნა, რომ ნოტარიული მომსახურებისთვის გასამრჯელოს (9 მან.) აღებაზე უარი განაცხადა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა პავლე თუმანიშვილმა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს გაუგზავნა წერილი და 200 თუმნის ქვითარი. თანხიდან 100 თუმანი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლისთვის იყო განსაზღვრული, დანარჩენი კი – აკაკი წერეთლის ფონდისთვის.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს სთხოვს, მიაწოდონ 15 სექტემბრის საგანგებო კრების მიერ ილიას ძეგლისთვის გამოყოფილი 1000 მანეთი და საზოგადო კრების სხვა შემოწირულობანი, რათა დროულად მოხერხდეს იაკობ ნიკოლაძისთვის კუთვნილი 1500 მანეთის გაგზავნა პარიზში. ხელს აწერს სამსონ ფირცხალავა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 9 სექტემბრის წერილიდან ვიგებთ, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას თანხის უქონლობის გამო უგვიანდება იაკობ ნიკოლაძისთვის ილიას საფლავის ძეგლის ჩამოსასხმელად საჭირო 1500 მანეთის გაგზავნა პარიზში, ამიტომ თხოვნით მიმართავს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს, შეასრულონ 1908 წლის 23 აგვისტოს №830 შეტყობინებაში დადასტურებული მზადყოფნა და გაუწიონ გამგეობას დაპირებული ნივთიერი დახმარება. ხელს აწერს სამსონ ფირცხალავა – გამგეობის მდივანი.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თხოვნით მხატვარ-ექსპერტთა კომისიის წევრებმა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული ფოტოსურათები განიხილეს. ოქმში აღნიშნეს, რომ მგლოვიარე ქალის ფიგურა ოსტატურად იყო შესრულებული, მაგრამ გამოთქვეს შენიშვნები მოსასხამის დეტალებთან დაკავშირებით. დასკვნას ხელი მოაწერეს გიგო გაბაშვილმა, ოსკარ შმერლინგმა და ჰენრიკ ჰრინევსკიმ.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ პარიზში მყოფ იაკობ ნიკოლაძეს შეატყობინა, რომ უგზავნიდა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ფოტოსურათების მიხედვით მხატვარ-ექსპერტთა (გიგო გაბაშვილი, ოსკარ შმერლინგი, გრინევსკი) მიერ შედგენილ ოქმს. გამგეობამ ნიკოლაძეს შენიშვნების გათვალისწინებით შესწორებული ქანდაკების ახალი ფოტოსურათების გამოგზავნა სთხოვა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიდი ჯიხაიშის სამკითხველოში ეროვნებით ყველა მკითხველი ქართველი იყო. მათგან 1080 – თავად-აზნაური, 864 – სასულიერო წოდების, 864 – ვაჭარი და 1502 გლეხი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიდი ჯიხაიშის ბიბლიოთეკაში ეროვნებით ყველა მკითხველი ქართველი იყო. მათგან 60 – თავად-აზნაური, 40 – სასულიერო წოდების, 40 – ვაჭარი და 100 გლეხი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, გიორგი ყაზბეგის მიერ მოწვეულმა მხატვარ-ექსპერტთა ჯგუფმა განიხილა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული თიხა-თაბაშირის მოდელი და შეადგინა ოქმი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კომისია იწონებდა „მგლოვიარე ქალის“ ძეგლის ჩანაფიქრსაც და შესრულების მხარესაც, ფრონტონზე მოთავსებულ პოეტის ბიუსტს კი ზედმეტად მიიჩნევდა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხარაგაულის ბიბლიოთეკის მკითხველთა შორის 57 თავადაზნაურობის წარმომადგენელი იყო, 1 – სასულიერო წოდების, 64 – ვაჭარი და 147 გლეხი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხარაგაულის ბიბლიოთეკის მკითხველთა შორის 242 – ქართველი, 3 – რუსი და 7 სხვა ეროვნების იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხარაგაულის სამკითხველოს მკითხველთა შორის 713 – თავად-აზნაური, 423 – სასულიერო წოდების, 1897 – ვაჭარი და 2615 გლეხი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხარაგაულის სამკითხველოს მკითხველთა შორის 5220 – ქართველი, 139 – რუსი, 97 – სომეხი და 192 სხვა ეროვნების იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხონის ბიბლიოთეკიდან გაიცა 160 – ისტორიული, 40 – პოლიტ. ეკონომიური და 28 საბავშვო წიგნი. სულ გაიცა 650 წიგნი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის III ბიბლიოთეკის მკითხველთა შორის 138 – თავად-აზნაური, 35 – სასულიერო წოდების, 30 – ვაჭარი და 1570 გლეხი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის III ბიბლიოთეკის მკითხველთა შორის 1510 – ქართველი, 142 – რუსი და 79 სომეხი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.