რეგისტრირებული ფაქტები82634
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ტარას მომცემლიძის ფოტოგრაფიის გამგის თანამდებობიდან გადადგომის საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი წინააღმდეგი იყვნენ საჯარო კრებაზე განეხილათ საზოგადოების წიგნის მაღაზიის რევიზიის საქმე. გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის აზრით, სხვაგვარად მაღაზიის საქმეს ვერ გადაწყვეტდნენ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიიღეს დადგენილება, საზოგადოების წიგნის მაღაზია დაუყოვნებლივ დაეკეტათ, სანამ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა არ ჩაიბარებდნენ და დროებით დანიშნულ გამგეს ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს არ გადასცემდნენ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ძალაში დარჩენილიყო 21 მაისის სხდომის დადგენილება. გამგეობამ არ დააკმაყოფილა შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგედ ხელახლა დანიშვნის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ტარას მომცელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს იმავე წლის 10 სექტემბრიდან ფოტოგრაფიის გამგის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს 75 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ალექსანდრე ხახანაშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 10.88 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს მოგების წილი – 15 მანეთი გადასცა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 21 მაისს შიო ქუჩუკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგის თანამდებობიდან გადააყენა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით საკანცელარიო მაღაზიას 9.17 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის სექტემბერში ტარას მომცელიძემ ფოტოგრაფიის გამგის თანამდებობიდან გადადგომის სურვილი გამოთქვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანაიდა გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 20 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივლისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ფალიაშვილს 10 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ლავრენტი აგლაძეს ივნისში თონეთის სკოლისთვის გაწეული სამსახურისთვის 40 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით სვანეთის საეკლესიო სკოლებში 1.48 მანეთის საკანცელარიო ნივთები გაგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ლაზარევს საკანცელარიო ნივთებში 4.49 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვლადიმერ ლორთქიფანიძეს ბათუმისა და სენაკის სკოლების შემოწმებისთვის 25 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ ბადრიძეს გრამატიკის სახელმძღვანელოების დასაკაზმად 1.85 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ ბადრიძეს 15 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გრიგოლ ჩარკვიანს კალენდარზე მუშაობისთვის 17.38 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ბეგოიძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით 35 მანეთი გადაუხადა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წიგნის მაღაზიის გამგის საკითხის განხილვისას გიორგი ყაზბეგმა, იაკობ ღულაძემ და ალექსანდრე მდივანმა მხარი დაუჭირეს ფილიპე გოგიჩაიშვილის კანდიდატურას. დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე და ლუარსაბ ბოცვაძე კი მიიჩნევდნენ, რომ უნდა დაეკმაყოფილებინათ შიო ქუჩუკაშვილის თხოვნა გამგედ ხელახლა დანიშვნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნის მაღაზიის ახალი გამგის დანიშვნის საკითხი. გიორგი ყაზბეგის აზრით, გამგედ ბუღალტერი ედილაშვილი უნდა დაენიშნათ. ფილიპე გოგიჩაიშვილმა განმარტა, რომ ჯობდა ედილაშვილი ბუღალტრად დარჩენილიყო, გამგედ კი დროებით საზოგადოების გამგეობის რომელიმე წევრი დაენიშნათ.