საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88412

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლიდან არტემ ახნაზაროვი მუშაობდა გაზეთ „თეატრში“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიამ საშობაოდ სოხუმში, მამასთან წაიღო ფოტოგრაფისგან შეძენილი „აკრძალულ“ მწერალთა ფოტოები, მამის სამლოცველო ოთახში მთავარი ხატის გვერდზე ჩარჩოებში ჩასმულ წმინდანთა სურათები ამოიღო და იმათ ნაცვლად თბილისიდან ჩამოტანილი „სოცილაისტების“ ფოტოები ჩასვა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლიდან თბილისში სწავლის პერიოდში შიო არაგვისპირელი და მისი ძმები საღამომდე ერთად იყვნენ, მერე კი უმცროსი მიდიოდა ნათესავთან, სადაც იყო გაჩერებული.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლიდან შიო არაგვისპირელი და მისი უმცროსი ძმა, გიორგი ორი წლის განმავლობაში, რაც თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდნენ, ყოველდღიურად იყოფდნენ ერთ კერძს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლიდან გიორგი დედაბრიშვილი, რომელიც თბილისში თავისი ძმების მსგავსად სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, ნათესავებთან ცხოვრობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს შიო არაგვისპირელის დედამ მესამე შვილი გიორგიც თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილი 1885 წელს ოზურგეთში დაიბადა.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი ალექსანდრეს ძე გაგლოევი 1885 წელს გორის მაზრაში დაიბადა.

1885

ტიპი: სახელი

1885 წლიდან ლიტერატურული მოღვაწეობის დასაწყისში შიო მღვიმელს პატარა შიოს ეძახდნენ, რომ შიო არაგვისპირელისგან განესხვავებინათ.

1885

ტიპი: სახელი

1885 წლიდან ლიტერატურული მოღვაწეობის დასაწყისში შიო მღვიმელს პატარა შიოს ეძახდნენ, მერე − თეთრ შიოს, მოგვიანებით კი − ძია შიოს.

1885

ტიპი: სახელი

1885 წლიდან შიო მღვიმელს თეთრ შიოს ეძახდნენ, ხოლო შიო არაგვისპირელს კი − შავს.

1885

ტიპი: განათლება

1885 წელს თევდორე კიკვაძე თბილისის სასულიერო სემინარიის მეორე კლასში გადავიდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლიდან თევდორე კიკვაძე გაწევრიანებული იყო მოწაფეთა არალეგალურ წრეში, სადაც ახალგაზრდები ეცნობოდნენ ბოკლის, დობროლიუბოვის, პისარევის, ჩერნიშევსკის, ლავროვისა და შელგუნოვის ნაწარმოებებს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში მოწაფეთა არალეგალური წრის არსებობის შესახებ, სადაც იმ პერიოდში თევდორე კიკვაძეც ირიცხებოდა, სემინარიის ადმინისტრაციამაც იცოდა და უსასტიკეს ზომებს იღებდა ამ შეკრებების შესაჩერებლად.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ვასილ ბარნოვი მეთვალყურედ მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს სტეპანოვი იყო თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885-1890 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი საზოგადოდ არ იყო სასტიკი ადმინისტრატორი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წელს გამოიცა ბრძანება სამეგრელოს სკოლებში ქართული ენის აკრძალვის შესახებ. თადა აშორდიამ დაიწყო რუსულ ანბანზე დაყრდნობით მეგრული დამწერლობის შექმნა.

1885

ტიპი: განათლება

1885 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე აკრძალული წიგნის (შელგუნოვი) კითხვისთვის სემინარიის ბოლო კურსიდან მგლის ბილეთით დაითხოვეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს სემინარიიდან გამოგდებული სილიბისტრო ჯიბლაძე სასწავლებლის კიბეზე რექტორ პავლე ჩუდეცკის შეხვდა, სილა გაარტყა და კიბეზე დააგორა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს დეკანოზი პავლე ჩუდეცკი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე რექტორ პავლე ჩუდეცკიზე თავდასხმის გამო 3 წლით გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნეს.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1885 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე ფეხის ტკივილის გამო თბილისის სასულიერო სემინარიის საავადმყოფოში იწვა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 იანვარს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას ყიფიანის არითმეტიკის გაგზავნა სთხოვა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 4 იანვრის გაზეთი „დროება“ წერდა, რომ ლევან ჯანდიერის თაოსნობით თიანეთში სამკითხველო გაიხსნა.