საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88412

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ნიკოლოზ ხიზანაშვილის სტატიის „ძველი ქართული ოჯახი“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, რეზო ყარალაშვილი მონაწილეობდა სათავადაზნაურო სკოლის სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ილია აღნიაშვილმა შეადგინა რუსული სახელმძღვანელო „პირველი ნაბიჯი“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 იანვარს საჩხერეში გამართული სპექტაკლიდან შემოსული თანხა ნინო წერეთელ-ჩოლოყაშვილისას გაუგზავნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ყორღანაშვილის საქმის განხილვა რამდენიმე მოწმის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 9 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა დავით სუმბათაშვილის განცხადება, რომ თავად-აზნაურთა წლიური კრება პირველ მაისს გაიმართებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 9 იანვრის გაზეთ „დროებაში“ გიორგი ჩოჩიევის სტატიის „ღვთის რისხვა“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთლის მოთხრობა „სამგვარი სიყვარული“ ბათუმში, მოსე ნათაძის წიგნის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთლის მოთხრობა „სამგვარი სიყვარული“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთლის მოთხრობა „სამგვარი სიყვარული“ თბილისში ზაქარია გრიქუროვისა და გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიებში იყიდებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 10 იანვარს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინადარ გიორგი დავითის ძე ქართველიშვილს მისწერა, რომ მათი მიცემული 30 ცალი საქართველოს მოკლე ისტორიიდან 25 თითო 50 კაპიკად გაყიდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროებაში“ გიორგი ჩოჩიევის სტატიის „ღვთის რისხვა“ დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის სტატია „ახალი წელი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ნობელმა განაცხადა, რომ ტყიბულის ქვანახშირის წარმოებისა და ნავთის შესახებ საქმეებს ფოთის ნავსადგურში მოაგვარებდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, მიხაი ზიჩმა განაცხადა, რომ უსასყიდლოდ დახატავდა სურათებს „ვეფხისტყაოსნისთვის“.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ექიმი მელიქ-ფარსადანოვი თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში პაციენტებს ოთხშაბათობით და პარასკეობით მიიღებდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ექიმი კორონა თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში პაციენტებს სამშაბათობით და შაბათობით მიიღებდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ბებიაქალი სტეფანოვისა თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში ოთხშაბათსა და შაბათს მიიღებდა პაციენტებს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ბებიაქალი ბაგინოვისა თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში ორშაბათსა და პარასკევს მიიღებდა პაციენტებს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ბებიაქალი ფილჩაკოვისა თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში სამშაბათობით მიიღებდა პაციენტებს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ გასაყიდად გამოვიდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილის ნაშრომები, რომლებიც გაფანტული იყო გაზეთ „დროებასა“ და „ივერიაში“ ცალკე წიგნად დაიბეჭდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძემ შეკრიბა ნიკო ნიკოლაძის ნაშრომები, რომლის ცალკე წიგნად დაბეჭდვა სურდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ალექსი გულისაშვილის სტატია „ბოჭორმა და ერწო“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ხიზანაშვილის წერილები „ძველი ქართული ოჯახი“ ცალკე წიგნად დაიბეჭდებოდა.