საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82828

1899

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის ხარჯთაღრიცხვა 195. 25 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ანასტასია წერეთლისთვის წიგნების თანხის – 12 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში მიხეილ ნასიძისთვის წიგნების თანხის – 24. 40 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ქართველთა ამხანაგობის ანგარიშის დასაბეჭდად აბრამ აკოფოვისთვის 58. 50 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში აბრამ აკოფოვისთვის წიგნების ყდაში ჩასასმელად 23 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ნიკოლოზ მთვარელიშვილისთვის სენაკისა და ბათუმის სკოლებში სარევიზიოდ წასასვლელად 40 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში გიორგი იოსელიანისთვის კავკავის სკოლაში სარევიზიოდ წასასვლელად 15. 60 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. მაისის შემოსავალი იყო 2501. 47 მანეთი, ხარჯი – 2549. 62. 1-ლი ივნისისთვის საზოგადოებას ჰქონდა 18424. 69 მანეთი, ვალი – 203. 33 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომს დაესწრნენ მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი და გიორგი იოსელიანი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს ეკატერინე ნიკოლოზის ასული შაიშმელოვას წარდგენილი ყულაბა N72, რომელშიც 7. 22 მანეთი აღმოჩნდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ეკატერინე ნიკოლოზის ასული შაიშმელოვას მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N72.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს I და II სახალხო ბიბლიოთეკების აპრილის შემოსავალ-გასავალი. I ბიბლიოთეკას ჰქონდა 41. 60 მანეთი, II-ს – 10. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, დეომიდე და პეტრე სურგულაძეები ვალდებულნი იყვნენ ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, დიმიტრი და ესტატე ფავლენიშვილები ვალდებულნი იყვნენ ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები – ანტონ და ისაია ფურცელაძეები – ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად ეხადათ საწევრო – 3 მანეთი.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ირაკლი რამიშვილი, გიორგი სალარიძე, დავით საგირაშვილი, სარდიონ სანიკიძე, მიხეილ სესიაშვილი, ივანე სვანიშვილი, ნიკოლოზ საყვარელიძე, გრიგოლ ტყემალაძე, სოფრომ ტარუაშვილი, ნინო უგრელიძე ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის 63. 30 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 9 თებერვლის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხთა ხარჯთაღრიცხვა 127. 65 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა ილია ჭავჭავაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დააკმაყოფილა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა სკოლის გამგედ პართენ გოთუას დანიშვნის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის აგვისტოში დავით ავალიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნების შეღავათიან ფასად მიცემა სთხოვა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ია კარგარეთელის სახალხო სიმღერების კრებულს წინასიტყვაობა არ სჭირდებოდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორს სთხოვა ნებართვა პართენ გოთუას დანიშვნის შესახებ კავკავის სკოლის გამგედ ტიტე კახიძის ნაცვლად.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხის ანგარიში 77. 80 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.