რეგისტრირებული ფაქტები80971
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში თბილისის მილიციის უფროს ვლადიმერ სულაქველიძეს პასკევიჩის ქუჩის № 13-ში მდებარე კლუბ „უნიონის“ დახურვა დაევალა, რადგან იქ სისტემატურად თამაშობდნენ ბანქოს, რაც კანონით აკრძალული იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სტანისლავ პატეკისგან მიიღო ნოტა, რომ პოლონეთი მზად იყო ეცნო საქართველო როგორც დამოუკიდებელი „დეფაქტო“ რესპუბლიკა, იმ მომენტამდე, სანამ საზავო კონფერენცია არ ცნობდა ხალხთა სურვილთან შეთანხმებულ სტატუსს საქართველოს მიმართ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს პოლონეთის მთავრობამ ტიტუს ფილიპოვიჩი საგანგებო მისიით თბილისში გამოგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს სერგო ევლახიშვილმა ქალთა პირველი გიმნაზიის სასარგებლოდ სახელმწიფო თეატრში ოპერა „ქეთო და კოტე“ დადგა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 მარტს სახელმწიფო თეატრში გაიმართა ნინა კოშიცის მერვე გასტროლი, რომლის ხელმძღვანელი სერგო ევლახიშვილი იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავაზ-ყადირ გვარამაძისგან მიიღო დეპეშა, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ახლად შემოერთებული არტაანი განიცდიდა საშინელ შიმშილობას. კომისარი ითხოვდა სურსათის უფასოდ მიწოდებისთვის სათანადო ზომების მიღებას. ასევე ექიმის, ფერშლისა და მსაჯულის გაგზავნას, რომელიც დაგროვილ საქმეებს კანონიერ მსვლელობას მისცემდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 მარტს სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით სახელმწიფო თეატრში წარმოადგინეს სპექტაკლი „პიკის ქალი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ფოთში იმყოფებოდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის დასი მსახიობ ვასილ კაჩალოვის ხემძღვანელობით. უსახსრობის გამო დასი თბილისში ვერ ჩავიდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს კახეთიდან დაბრუნებულმა აკაკი ჩხენკელმა ფართო აუდიტორიის წინაშე საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარება მიმოიხილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში ნოე ჟორდანიამ მიუღებლად ჩათვალა ზუგდიდის მაზრის მასწავლებელთა კავშირის მდგომარეობა, ამიტომ საქმე გამოსაკვლევად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 მარტს საქართველოში ჩამოვიდა პოლონეთის დიპლომატიური მისია ტიტუს ფილიპოვიჩის ხელმძღვანელობით. სტუმრები შეხვდნენ მთავრობის თავმჯდომარესა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ექვთიმე თაყაიშვილს. პოლონელი დიპლომატები აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვივნენ.
1920
ტიპი: ავტორობა
30 მარტს ერევნიდან მოვიდა დეპეშა, რომელშიც ხატისოვი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სწერდა ყარაბაღში შექმნილი კონფლიქტის შესახებ. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვი აზერბაიჯანს სომეხთა შევიწროებასა და ხოცვა-ჟლეტაში, ასევე 1919 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებდა. ხატისოვი ქართულ მხარეს სთხოვდა, გავლენა მოეხდინა აზერბაიჯანის მთავრობაზე, რათა მას შეეჩერებინა თავდასხმა ყარაბ-ზანგეზურზე და ყარაბაღის საკითხი იარაღის საშუალებით არ გადაეწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 მარტს იტალია-კავკასიის ბანკის გამგემ შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს აუწყა, რომ ევროპასთან მჭიდრო კავშირისთვის მათ შეიმუშავეს ამიერკავკასიაში რადიოტელეგრამის ექსპლოატაციისა და დამოუკიდებელი საზოგადოების დაარსების პროექტი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 31 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ეროვნული გუნდის გამგემ, კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილმა მთავრობის თავმჯდომარეს ეროვნული გუნდის სუბსიდირების 30000 მანეთამდე გაზრდის შუამდგომლობით მიმართა. ძველი დაფინანსება ვერ აკმაყოფილებდა გუნდის მოთხოვნილებებს. თანხა 26 მაისის სამზადისისთვისაც იყო საჭირო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი შავი ზღვის სანაპირო რკინიგზის დამთავრების შესახებ. გობეჩიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხისა და რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარე სასურველი იყო, გზას ზუგდიდში გაევლო. პარლამენტმა კანონი უცვლელად მიიღო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისში დაარსდა სახელოვნო საზოგადოება „თეთრი გიორგი“. საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარედ დაინიშნა გალაკტიონ ტაბიძე.