საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88412

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ინანოვი სოხუმში პირველი საფილოქსერო დასის მეორე ნაწილს ხელმძღვანელობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ვიქტორ გეევსკი თბილისში მესამე საფილოქსერო დასს ხელმძღვანელობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ანა ჩოლოყაშვილის თაოსნობით თელავში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 აპრილს საფილოქსერო კრებაზე ჰენრიხ სტრუვემ ამერიკული ვაზის ვარგისიანობის შესახებ რეფერატი წაიკითხა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ინანოვის ანგარიშს უფრო ტურისტული ხასიათი ჰქონდა, აფხაზებზე ბევრ საინტერესო ცნობასა და ამ მხარეში უცხო ქვეყნიდან გადმოსახლებულებზე მოგვითხრობდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 25 აპრილის „დროებაში“ „მგელა ხინკალჭამიაშვლის“ ფსევდონიმით ლუკა რაზიკაშვილის სტატია „თიანეთი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 25 აპრილის „დროებაში“ რაჟდენ ჩიკვაიძის ლექსი „ტყე“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, ვ. გაევსკიმ ტარასი მამალაძის თარგმნილი წიგნი „მოკლე სახელმძღვანელო აბრეშუმის ჭიის მოვლისთვის“ გამოსცა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, ტარასი მამალაძემ ქართულ ენაზე თარგმნა ი. ბოლეს წიგნი „მოკლე სახელმძღვანელო აბრეშუმის ჭიის მოვლისთვის“.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, ვ. გაევსკი აგრონომი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 26 აპრილის „დროებაში“ ვასილ ლომინაძის განცხადების შესახებ გიორგი ბებურიშვილის სტატია დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, ილინსკი სასულიერო სემინარიის ექიმი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, შტეიმანი სამთო ინჟინერი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, საფილოქსერო საზოგადოების კრებაზე საფილოქსერო დაწესებულებათა შექმნის თაობაზე ი. კ. ვასილიევის მოხსენება მოისმინეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 26 აპრილის „დროებაში“ ა. ელანაძის სტატია „გურიის ცხოვრებიდან“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, დ. დათეშიძე სასულიერო სემინარიის მდივნის თანაშემწე იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, სასულიერო სემინარიის მმართველობამ სილიბისტრო ჯიბლაძე მავნე ჩვევის გამო დაითხოვა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 27 აპრილს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ილია ჭავჭავაძემ განაცხადა, რომ ზარალის დასაფარად გამგეობას შეეძლო სათადარიგო თანხის გამოყენება.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 27 აპრილს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე დავით ავალიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას უფლება არ ჰქონდა, ზარალის დასაფარად გამოეყენებინა დამფუძნებელ წევრთათვის დანიშნული თანხა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 27 აპრილს იასე ანდრონიკაშვილი თბილისის საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებას თავმჯდომარეობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 27 აპრილს თბილისის სასამართლო პალატის უფროსი თავმჯდომარე ს. გონჩაროვი ერევანში რევიზიის ჩასატარებლად წავიდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 28 აპრილის „დროებაში“ ლეჩხუმის მაზრის სასამართლოს შესახებ ქაიხოსრო გელოვანის წერილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 28 აპრილის „დროების“ ცნობით, ნიკოლაი დანილევსკი ამერიკული ვაზის ჯიშის საქართველოში შემოტანის წინააღმდეგი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 აპრილის „დროებაში“ ნიკოლოზ რაზიკაშვილის ჩანაწერი „კოღო“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 აპრილის „დროებაში“ გიორგი ჩოჩიშვილის სტატია „ალღუზიანის“ შესახებ დაიბეჭდა.