რეგისტრირებული ფაქტები82758
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების მცირე კომისიის მიერ ადგილობრივი განყოფილებისათვის შემუშავებული ინსტრუქცია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თბილისის მე-2 ბიბლიოთეკის გამგეს 15 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა, რომ ეწინააღმდეგებოდა ლავრენტი აგლაძისთვის შემწეობის გაუქმებას. მისი თქმით, აგლაძე გაწეული შრომის სანაცვლოდ ჯილდოს იმსახურებდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის აგვისტოში თბილისის პირველმა სამკითხველომ სექტემბრისთვის 54 მანეთი და 47 კაპიკი შეინახა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის აგვისტოში თბილისის მეორე სამკითხველოს შემოსავალი 118 მანეთი და 46 კაპიკი იყო. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება არჩილ ჯაჯანაშვილისა და ელენე ჩიჯავაძისთვის ძმებ ზუბალაშვილების თანხიდან მაისისა და ივნისის სტიპენდიების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ დათანხმდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა, რომ საჭირო იყო თონეთის სკოლის რევიზია.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 30 მაისიდან 5 ივნისამდე საზოგადოებაში შევიდა 626. 53 მანეთი და დაიხარჯა – 3684. 96.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვის წიგნის მაღაზიას 166 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა, რომ ნაძალადევის ბიბლიოთეკისთვის ყოველთვიურად 25 მანეთი გაეგზავნათ.