რეგისტრირებული ფაქტები82566
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს და გადაწყვიტეს, დაეკმაყოფილებინათ არჩილ ჯაჯანაშვილის თხოვნა სტიპენდიის წინასწარ ჩარიცხვის შესახებ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 25 ივნისს კონსტანტინე ივანეს ძე გუდიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას კიევის კომერციულ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს დიმიტრი არაყიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თავისი სიმღერების დაბეჭდვა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა მარიამ დემურიას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წინაშე უშუამდგომლა, რომ საზოგადოებას ნაძალადევის სამკითხველოსთვის ყოველთვიურად 25 მანეთი და წიგნები მიეცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს მარიამ დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ი. ბუტიკაშვილისა და ალექსანდრე ბაქრაძის ჭირისუფლების მიერ საზოგადოებისთვის შეწირული წიგნების ნაძალადევის სამკითხველოსთვის გადაცემა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს საზოგადოების მორიგი კრების თარიღის გაზეთებში გამოქვეყნება დაავალა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, შიო ქუჩუკაშვილისთვის ეცნობებინათ საზოგადოების კომისიის მოხსენება წიგნის მაღაზიის რევიზიის შესახებ და ეთხოვათ პასუხის წარდგენა ერთი კვირაში.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ეკატერინე რუსიეშვილის თხოვნა პატიმარ გ. მახვილაძისთვის წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ უარი უთხრა.
1909
ტიპი: განათლება
1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლუარსაბ ბოცვაძის განცხადება სახალხო მასწავლებლებისთვის კურსების ჩატარების შესახებ. გამგეობამ კურსების ჩატარება საჭიროდ მიიჩნია და გადაწყდა, გეგმისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა სასკოლო სექციისთვის დაევალებინათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოახსენა, რომ საჭირო იყო ხელთუბნის სკოლის რევიზია.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ გიორგი უთურაშვილის სხვა უწყებაში გადასვლის საკითხი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს პროტოკოლი ოლღა გურამიშვილისა და ილია ჭავჭავაძის მამულების ლიკვიდაციის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას წინადადება საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგისა და თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატების თაობაზე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლაზარე შურღაიას თხოვნა სტიპენდიის წინასწარ ჩარიცხვის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, თხოვნა დაეკმაყოფილებინა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 7 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განსახილველი ლაზარე შურღაიას თხოვნა ივნისის სტიპენდიის წინასწარ ჩარიცხვის შესახებ გადაიდო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ საზოგადოების მთავარ გამგეობას სტუდენტ გიორგი ილიას ძე მიქელაძისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.