საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88465

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის ბოლოს საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს ბესარიონ ალექსის ძე გაბაევს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ქვეშეთის ქუჩაზე მდებარე ორი ქვითკირის სახლი და 300 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს მამუკა კოსტას ძე თურქიას თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ვაგზლის ქუჩაზე, მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 2330 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი იყო თავადი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მამუკა კოსტას ძე თურქიას 6 487 მანეთი და 84 კაპიკი ჰქონდა გადასახდელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს მიხეილ ნოდარის ძე ჯორჯაძეს თბილისის სათავადაზნაურო ბანკში 2087. 54 მანეთი დავალიანება ჰქონდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წელს მიხეილ ნოდარის ძე ჯორჯაძეს თბილისის სათავადაზნაურო ბანკში თბილისის გუბერნიასა და საბუეში მდებარე 2160 კვადრატული მიწა და 3 დესეტინა ვენახი ჰქონდა დაგირავებული. დაგირავებულ მიწებს ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს დავით გიორგის ძე ერისთავი თავადი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი იყო თავადი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს არქიტექტორმა ალბერტ ზალცმანმა თბილისის თეატრის მშენებლობა განაგრძო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის წევრი ივანე გიორგის ძე მაჩაბელი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ი. დ. ანდრონიკაშვილი თავადი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელ იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ბალანსი შეადგენდა 4 388 370 მანეთსა და 40 კაპიკს. ბალანსს ხელს აწერენ: დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, ივანე პეტრეს ძე ჯაიანი და ო. სვანიძე.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ტრუბეცკოი თავადი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ზაალ გურამიშვილი თავადი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი თავადი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი იანვრისთვის თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის ბალანსი შეადგენდა 6 116 858 მანეთსა და 24 კაპიკს. ბალანსს ხელი მოაწერეს: ილია ჭავჭავაძემ, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა, ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა და ხ. ხაჩატურიანმა.

1886

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის 1886 წლის 1-ელი იანვრის ბალანსს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძემ, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა, ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა და ხ. ხაჩატურიანმა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის წევრი ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის იანვარში ხ. ხაჩატურიანი თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ბუღალტერი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ უილიამ შექსპირის პიესა „ჰამლეტი“ მესამედ პირდაპირ ინგლისურიდან ლექსად თარგმნა ივანე მაჩაბელმა. ეს თარგმანი 1886 წელს დაიბეჭდა გაზეთ „თეატრში“, შემდეგ კი ცალკე წიგნადაც გამოვიდა.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს თარხნიშვილი თავადი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს აბელ ოთარის ძე ჩოლოყაშვილი იყო თავადი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს დავით ოთარის ძე ჩოლოყაშვილი თავადი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1885-1886 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძე 13-ჯერ თავმჯდომარეობდა, ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია – 12-ჯერ, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი – 3-ჯერ, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე – 3-ჯერ, ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე – 2-ჯერ.