საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82260

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 თებერვალს ნ. გაბარაშვილმა დააკავა ზაქათალის ოლქის საპატიმროდან გამოქცეული ნორიოელი სანდრო (ალექსი) ცოფურაშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი იყო მსახიობი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კ. მაქსიმიძე იყო მსახიობი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, არჩილ ჯორჯაძე იყო მსახიობი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე იყო მსახიობი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თეატრ „ბენეფისში“ ქართული დრამატული დასის მიერ წარდგენილ ჯიაკომეტის დრამაში „დამნაშავის ოჯახში“ მონაწილეობა მიიღო მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვი-აბაშიძისამ, რომელიც 16 წლის პატარა ქალის როლს ასრულებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილის განცხადება, რომ თეატრ „ბენეფისში“ ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ჯიაკომეტის დრამა „დამნაშავის ოჯახი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლის განცხადება, რომ 12 თებერვალს, ოთხშაბათს, 8 საათზე, ქართულ თეატრ „ბენეფისში“ წარმოადგენდნენ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ოთხმოქმედებიან კომედიას „ხანუმას“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ანდრონიკოვისა იყო მსახიობი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თეატრ „ბენეფისში“ ქართული დრამატული დასის მიერ წარდგენილ ჯიაკომეტის დრამაში „დამნაშავის ოჯახში“ მონაწილეობა მიიღო ანდრონიკოვისამ, რომელიც როზალიას როლს ასრულებდა. მას პერსონაჟის როლი და ხასიათი კარგად ჰქონდა მორგებული.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 თებერვალს, 8 საათზე, ქართულ თეატრ „ბენეფისში“ უნდა წარმოედგინათ ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის თხზულება „დედა და შვილი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 12 თებერვალს ოთხშაბათს 8 საათზე ქართულ თეატრ „ბენეფისში“ უნდა ემღერა ნატალია მერაბის ასულ გაბუნია-ცაგარელს.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს დავით ჭავჭავაძე იყო თავადი.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის ოლქის სასამართლომ კონსტანტინე ვასილის ძე ქელბაქიანს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო თბილისის სასამართლო პალატამ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სასამართლომ კონსტანტინე ვასილის ძე ქელბაქიანის სააპელიაციო საჩივარი განიხილა. მას ბრალდებოდა ექვთიმე მჭედლიძის მკვლელობა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 12 თებერვალს ნატალია მერაბის ასულის გაბუნია-ცაგარლის ბენეფისზე ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ილია ჭავჭავაძის თხზულება „დედა და შვილი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 12 თებერვალს ქართულ თეატრში გაიმართა ნატალია მერაბის ასულის გაბუნია-ცაგარლის ბენეფისი, რომელზეც ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა აქვსენტი ანტონის ძე ცაგარლის ოთხმოქმედებიანი კომედია „ხანუმა“.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ჭავჭავაძემ კახეთში მდებარე თავისი მამული 150 000 მანეთად გაყიდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 13 თებერვალს სანიტარულმა კომისიამ ბეგლარ კოჩაროვის მაღაზიაში 3 ფუთამდე გაფუჭებული ძეხვი, 10 გირვანქა გამოუსადეგარი ხმელი თევზი და 10 გირვანქა გაფუჭებული ლორი აღმოაჩინა. პოლიციამ უვარგისი პროდუქტი გადააყრევინა კოჩაროვს და მის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკაკი როსტომის ძე წერეთელმა დაწერა ახალი დრამა „ირაკლი II”, რომლის წარდგენასაც რამდენიმე ქართველი მწერალი დაესწრო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვაჟა-ფშაველას ფელეტონები „მკვდარზედ“, „საიქიოს წარმოდგენა“, „წაწლობა“ და „ფიცი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 12 თებერვალს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთი 1886 წელს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას ლექსები „ხოხობზედ“, „ახალი ლექსები“, „მამასახლისზე“, „ისევ მამასახლისზე“, საჭმელ-სასმელი“, „კაცის სახელები“, „ქალის სახელები“, „სოფლის სახელები“ და „იარაღის სახელები“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას ლექსები „ძველი ლექსები“, „სიკვდილის სიმღერა“, „ხმალზე“ და „ქალის დალოცვა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას ფელეტონი „ფშავლები“.