საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91155

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძეს დაავალეს მოემზადებინა წერილი სახალხო სკოლების დირექტორთან გასაგზავნად მცხეთისა და ვაყის სკოლების დირექტორებად სანდო კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც გამგეობამ უარი თქვა მათი ნებართვის გარეშე ფიზიკის თარგმნილი სახელმძღვანელოს დაბეჭდვაზე.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 4 დეკემბერს ბეჭდვით საქმეთა მთავარმა სამმართველომ წერილობით მიმართა კავკასიაში სამოქალაქო ნაწილის გამგეს ილია ჭავჭავაძისთვის ყოველდღიურ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის მისაცემად.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 დეკემბერს ჟურნალ „თეატრის“ რუბრიკაში „ჩვენ ლიტერატურაზე“ რაჟდენ ჩიკვაიძემ ალისუბნელის ფსევდონიმით სტატია დაწერა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 9 დეკემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ ქუთაისის გუბერნიის სასოფლო სკოლების ინსპექტორმა პერევოზნიკოვმა სკოლა შეამოწმა და მხოლოდ მისი სანიტარული მდგომარეობა დაიწუნა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 9 დეკემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ დეკემბრის დასაწყისში სკოლაში 54 მოსწავლე ჰყავდა – 21 მაჰმადიანი და 33 ქრისტიანი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 დეკემბრის პედაგოგიური კრების ჟურნალის საფუძველზე იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილს სახელმწიფო დაფინანსება შეუწყვიტეს. პედაგოგიური ჟურნალი საქართველოს ეგზარქოსმა დაამტკიცა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება გაზეთ „ივერიაზე“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 20 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ ნიკო ნიკოლაძეს გაზეთ „ივერიისთვის“ სტატიების მიწოდება სთხოვა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 20 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ საპასუხო ბარათი გაუგზავნა იონა მეუნარგიას, თან დაურთო გაზეთ „ივერიის“ პროგრამა და სთხოვა სტატიების მიწოდება.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობა ოფიციალურ შეტყობინებას უგზავნის კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს – საზოგადოების ნამდვილ წევრს 1879 წლიდან და უმორჩილესად სთხოვს გადაიხადოს 1885 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მასზე დაკისრებული საწევრო 6 მანეთი. შეტყობინებას ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე და საქმის მწარმოებელი ნიკო მთვარელიშვილი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 დეკემბერს მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ აფხაზი თავადის, გიორგი მიხეილის ძე შარვაშიძის, ინიციატივით ბათუმში გამართული ჭიდაობიდან შემოსული თანხის მესამედი – 12. 92 მანეთი თავისი მმართველობის ქვეშ მყოფი სკოლისთვის გადაეცა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 დეკემბერს მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მოსწავლეები საახალწლოდ 21 დეკემბერს დაითხოვა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ რაფიელ ერისთავი, აკაკი წერეთელი და დავით ერისთავი ახალი წლისა და გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომრის გამოსვლის ერთად აღსანიშნავად მიიწვია.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ რედაქციის დარბაზში ახალბებუთოვის ქუჩაზე ახალი წლის და გაზეთის პირველი ნომრის მოლოდინში უმასპინძლა ორმოცამდე მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, მათ შორის: რაფიელ ერისთავს, ნიკო ხიზანიშვილს, კოლა ერისთავს, გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეებს, სტეფანე ჭრელაშვილს და სხვ.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 31 დეკემბერს სოჩხეთის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ ნიკოლოზის ძე ბეშკენაძე გარდაიცვალა.

1886

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ თუ საერთო ყრილობის სხდომაზე გამომსვლელი განსახილველ საკითხს გასცდა, თავმჯდომარემ უნდა შეახსენოს საკითხი, თუ გაიმეორა – გააფრთხილოს, მესამედ კი იმ საქმეზე საუბრის უფლება ჩამოართვას.

1886

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ თავმჯდომარის ხელმოწერილი ორდერის გარეშე საზოგადოების ფულის დახარჯვა არ შეიძლება.

1886

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების მმართველობა თავის ხაზინას ხშირად და მოულოდნელად უნდა ამოწმებდეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის პირველ იანვარს გიორგი გრიგოლის ძე უთურგაულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საწევრო – 6 მანეთი გაუგზავნა და წინა წლების (1881-1883 წწ.) საწევროს მიღების დადასტურება სთხოვა.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წელს მათე ქრისტეფორეს ძე კერესელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების დამხმარე წევრი გახდა.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების წევრებად აირჩიეს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი და დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი.