საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91155

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის მკვლელობის შემდეგ შიო არაგვისპირელის კლასში სულ ოცდაორი ბავშვი დატოვეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის მკვლელობის შემდეგ შიო არაგვისპირელი კლასიდან გარიცხვას ვასილ ბარნოვის წყალობით გადაურჩა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს თბილისის სემინარიის სტუდენტები იოსებ ლაღიაშვილის მონაწილეობით გამოსცემდნენ ხელნაწერ გაზეთ „ყვავილს“.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წელს დეკანოზ პავლე ჩუდეცკის მეუღლე მარიამ მანჟელეი საქართველოს ეგზარქოსის პავლე ლებედევის საყვარელი იყო.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წელს იოსებ ლაღიაშვილს პავლე ჩუდეცკის მკვლელობისთვის 20 წლით მაღაროებში მუშაობა მიესაჯა.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წელს იოსებ ლაღიაშვილმა წინააღმდეგობის გაწევის დროს ხელში დაჭრა პავლე ჩუდეცკის მეუღლე მარიამ მანჟელეი და მისი და ეკატერინე.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წელს იოსებ ლაღიშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მკვლელობის იარაღი, ხანჯალი, თავად იყიდა ვერის ხიდზე.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წელს იოსებ ლაღიაშვილმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ ჩხრეკისას მას პისემსკის თხზულება და დღიური აღმოუჩინეს, რის გამოც სასწავლებლიდან მგლის ბილეთით გარიცხეს.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წელს იოსებ ლაღიაშვილმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ რექტორს რამდენჯერმე სთხოვა სასწავლებლის დამთავრების მოწმობის მიცემა, მაგრამ უშედეგოდ.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს შიო არაგვისპირელი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წელს სასჯელის მოსახდელად სახალინზე გადასახლებულ იოსებ ლაღიაშვილს თავიდან ფერშლის თანაშემწედ ამუშავებდნენ, შემდეგ პოლიციის სამმართველოში გადამწერლად გადაიყვანეს, ბოლოს კი – ბიბლიოთეკის გამგედ.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წელს იოსებ ლაღიაშვილი პავლე ჩუდეცკის მკვლელობისთვის სასჯელის მოსახდელად სახალინზე გადაასახლეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს პავლე ჩუდეცკის დაკრძალვაზე ეგზარქოსმა პავლემ სიტყვა წარმოთქვა, დაწყევლა დეკანოზის მკვლელიც, მისი მშობელი ოჯახიცა და ქვეყანაც, რომელმაც გაზარდა.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წელს დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოს პავლეს მისწერა და საქართველოს დატოვება ურჩია, ქვეყნისა, რომელიც მან პავლე ჩუდეცკის დაკრძალვაზე დაწყევლა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს ზაქარია მდივანმა კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი დაასრულა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლიდან ზაქარია მდივანი ვარშავის საციხოვნო არტილერიაში და კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა. სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 იანვრის განცხადება იტყობინება, რომ პარასკევს, 3 იანვარს, საღამოს 8 საათზე საზოგადოების შენობაში დანიშნულია გამგეობის წევრთა კრება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს: ა) თიანეთისა და წინარეხის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებებს მათდამი რწმუნებული სკოლების საჭიროებათა შესახებ და ბ) გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის (ამხანაგის) არჩევის მიზანშეწონილობას, ვინაიდან იმჟამინდელი თავმჯდომარე მოუცლელობის გამო ვერ ესწრებოდა ყველა კრებას. განცხადებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ (ნიკო) მთვარელიშვილი. ტექსტის გაცნობას ადასტურებენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ალექსანდრე ჭყონია.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 იანვარს არწუნისეულ თეატრში კოტე სიმონის ძე მესხის ბენეფისი გაიმართებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 იანვარს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა წერილობით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორს გაზეთ „ივერიის“ პროგრამის ცენზურის ნებადაურთველად დაბეჭდვის გამო და მოითხოვა მესტამბე ექვთიმე ხელაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 იანვარს გიორგი დავითის ძე ერისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა პიესებს „ძუნწსა“ და „უჩინ-მაჩინის ქუდს“, რომელშიც იმერლის როლს კოტე სიმონის ძე მესხი ითამაშებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 იანვარს გიორგი დავითის ძე ერისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოადგენდნენ პიესას „მეფე და პოეტს“, რომელშიც პოეტის როლს კოტე სიმონის ძე მესხი შეასრულებდა.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 2 იანვარს ბა­ჯის (ქვედა) წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი ექვთიმე ჭოხონელიძე გარდაიცვალა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 იანვარს გამგეობის წევრს – იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილს – ამცნობენ, რომ მას ეგზავნება ბათუმის სკოლის სასწავლო გეგმა და ამავე სკოლისთვის 1882 წელს შედგენილი პროგრამები. შეტყობინებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი.