საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90029

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 23 ოქტომბერს გიორგი ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზის სკოლისთვის 40 „საღვთო ისტორიისა“ და 150 ქართულის რვეულის გაგზავნა სთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 29 ნოემბერს დანიშნული საზოგადო კრება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაიტანა 6 დეკემბერს, რადგან ნატო გაბუნია-ცაგარლის იუბილეს ემთხვეოდა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გომარეთის სკოლის მასწავლებელმა კოტე სეხნიაშვილმა წიგნების უფასოდ გადაცემა სთხოვა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, პეტრე გრიგოლის ძე მამრაძისთვის ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 100 მანეთი გადაეცათ.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, გომარეთის სკოლის მასწავლებლად კოტე სეხნიაშვილი დაენიშნათ.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წელს პეტრე მიხეილის ძე დგებუაძეს სენაკში ჰქონდა წიგნის მაღაზია „სინათლე“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 23 ოქტომბერს სილოვან ხუნდაძემ საზოგადოების წევრებს განმეორებით მისწერა, რომ საზოგადოების მე-3 წიგნაკი დაკარგა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 3 ოქტომბერს მარიამ ივანეს ასულმა ხოსიტაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დახმარება სთხოვა. საზოგადოებამ გამოუყო თითო თუმანი ხუთი თვის განმავლობაში.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 3 ოქტომბერს არჩილ მეტრეველმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიუნხენის ქართველი სტუდენტებისთვის ქართული წიგნები სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ბუღალტერმა ედილაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნის მაღაზიის წინა წლის მოგების 10 პროცენტის გადახდა სთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს თბილისის გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, წიგნებით დახმარებოდნენ ძმების, პეტრე, სტეფანე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების სახლში დაარსებულ ბიბლიოთეკას. გამგეობამ გადაწყვიტა, თავისი გამოცემები გაეგზავნა და თბილისის გამგეობისთვის მიეწერა, რომ ასეთი დახმარებისთვის ყოველთვის მზად იყვნენ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს პავლე დადვაძის თხოვნა ივნისის სტიპენდიის წინასწარ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მას უარი უთხრა.

1909

ტიპი: სტატუსი

1909 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წარმომადგენელი ალექსანდრე ყიფშიძე მსახიობ – ნატო გაბუნია-ცაგარლის იუბილეს უნდა დასწრებოდა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს „განათლების“ გამგეობის წევრმა ან. პავლიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნებით დახმარების თხოვნით მიმართა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 23 ოქტომბერს ალექსანდრე გარსევანიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ქუთაისის სკოლების რეფორმების შესახებ მისწერა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ივანე გუდიაშვილის თხოვნა, გამგეობას საზოგადოების წიგნის მაღაზიაში გასაყიდად მიეღო „Коментарий к поеме И. В. Гете „Фауст“.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 სექტემბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტ სერგეი ბესარიონის ძე კაკაბაძეს სტიპენდია დაუნიშნეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 21 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნეს. ჩიტავას მოხსენება ახალ სენაკში ბიბლიოთეკის დაარსების შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას წინადადება, იმ ვაჭრებისთვის, რომლებიც საზოგადოებას ეხმარებოდნენ, დიპლომები გადაეცათ. გამგეობამ დიპლომებისთვის 15 თუმანი გამოყო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განუცხადა, რომ „დედა ენის“ პირველი ნაწილის გამოცემებიდან მაღაზიებში ზოგი ყდით გაეგზავნათ და ზოგი – უყდოდ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის გამგეობამ სერგი რომანოზის ძე გორგაძის თავმჯდომარეობით თბილისის ილიასეული მამულის შესაძენად დახმარების თხოვნით საადგილმამულო ბანკს მიმართა. საკრედიტო კანცელარიამ ბანკს საზოგადოებისათვის მამულის მუქთად გადაცემა აუკრძალა. საზოგადოებას უსახსრობის გამო თბილისის ილიასეულ მამულზე უარის თქმა მოუწია.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება გამგეობის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ბორჯომში სეირნობის გამართვის შესახებ.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წელს ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძეს ილია ჭავჭავაძის სახლის ძველი ოთახები თვეში 15 მანეთად გადაეცა, იმ პირობით, რომ მთელ სახლს მოუვლიდა. თუ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა სახლს გაყიდდა, მუზეუმად გადააკეთებდა ან სხვა საჭიროებისთვის გამოიყენებდა, ქავთარაძე ვალდებული იყო, სახლი დაეტოვებინა. ასევე, მას დაევალა რემონტი, რომლის ხარჯიც არაუმეტეს 100 მანეთისა იყო, რაც ქირაში ჩაეთვლებოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ალექსანდრე როინაშვილის ქვრივს, ელისაბედ როინაშვილს 20 მანეთი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 200 მანეთი გადაუხადა.