რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ალიბეგოვი მე-2 გილდიის ვაჭარი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ბ. ლიაძის მოსამზადებელი სასწავლებელი მდებარეობდა თბილისში, კუკიაზე, ანდრეევის ქუჩის N 13–ში.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზია მდებარობდა ლორის მელიქოვის ქუჩაზე, ზუბალოვის სახლში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ყველანაირი ქართული წიგნი.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ივანეს ძე კერესელიძე აპირებდა ყოველდღიური გაზეთის „ცისკრის“ გამოცემას სალიტერატურო-საპოლიტიკო, სამეურნეო თემატიკით. იმ შემთხვევაში თუ კერესელიძე სამეურნეო თემას ცალკე რუბრიკას დაუთმობდა, სუფსიდიას ჰპირდებოდნენ ქალაქის მმართველები.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე იგორის ძე ფითოევი იყო თბილისის თეატრის ანტრეპრენიორი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თეატრის ანტრეპრიზა დრამატული წარმოდგენების გამართვას წყვეტდა და მომავალში მხოლოდ ოპერის წარმოდგენებს გამართავდა. ანტერეპრენიორი ივანე იაგორის ძე ფითოევი განკარგულების აღსრულებას შეუდგა და ახალი დასის შესაქმნელად მოემზადა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 26 იანვარს თელავის შემნახველ–გამსესხებელი საზოგადოების კრებაზე თავმჯდომარე მ. შიუკაშვილმა წაიკითხა წლიური ანგარიში, რომლის მიხედვით სარგებელი იყო 606 მანეთი და 39 კაპიკი, ჯარიმები – 41 მანეთი და 22 კაპიკი, დაბრუნებული სესხი – 12 112 მანეთი და 50 კაპიკი, სასარგებლოდ შემოტანილი – 1282 მანეთი და 87 კაპიკი, ნასესხები ფული – 700 მანეთი, სათადარიგო თანხა – 23 მანეთი, წვრილმანი შემოსავალი – 3 მანეთი და 84 კაპიკი, მთელი წლის შემოსავალი – 16 651 მანეთი და 82 კაპიკი, გასავალი – 15 860 მანეთი და 66 კაპიკი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 26 იანვრის თელავის შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო მ. შიუკაშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 იანვარს მ. შიუკაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ თელავის შემნახველ–გამსესხებელი საზოგადოების კრებაზე ხაზინადარს დაუნიშნეს 240 მანეთი, სამმართველო ხარჯად გადადეს 30 მანეთი, სათადარიგო თანხად – 45 მანეთი, გამგეობას კი დაავალეს, რომ 100 მანეთი გამოეყოთ სახლის დასაქირავებლად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 იანვარს მარიამ მიხეილის ასული საფაროვა თავის ბენეფისზე მაყურებელმა ზურნითა და ბენგალით გააცილა ქუჩამდე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 იანვარს მარიამ მიხეილის ასულ საფაროვას თავის ბენეფისზე მიართვეს ვერცხლის საწერკალამი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 იანვარს მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვამ თავის ბენეფისზე ძალიან კარგად ითამაშა თავისი როლი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 იანვარს მარიამ მიხეილის ასულის საფაროვას ბენეფისზე ანდრონიკოვისამ ვერ ითამაშა კარგად თავისი როლი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 იანვარს მარიამ მიხეილის ასული საფაროვას ბენეფისი გაიმართა. წარმოდგენაზე მსახიობებმა ითამაშეს კომედია „ბედნიერი დილა“, „ჰამლეტი“ და ვოდევილი „გულმა იგრძნო“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 იანვარს მარიამ მიხეილის ასულ საფაროვას ბენეფისზე ნატალია მერაბის ასულმა გაბუნიამ პოჩტმეისტერის ცოლის როლი შთამბეჭდავად ითამაშა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 იანვარს მარიამ მიხეილის ასულ საფაროვას ბენეფისზე არტისტებმა მაყურებელს ძალიან ასიამოვნეს.

