რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, მსახიობმა ადამიანმა დრამის „ურიელ აკოსტას“ მეორე მოქმედებაში მისი დონის არტისტისთვის უპატიებელი შეცდომა დაუშვა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, მსახიობ ადამიანს დრამაში „ურიელ აკოსტაში“ თამაშისას ეტყობოდა, რომ როლს პირველად ასრულებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მსახიობ ადამიანს დრამაში „ურიელ აკოსტაში“ როლი ისე არ ჰქონდა ნასწავლი, როგორც თავის ნიჭს შეეფერებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ კარლ გუცკოვი ეკუთვნოდა იმ გერმანელ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა რაზმს, რომელსაც „ახალგაზრდა გერმანიას“ უწოდებდნენ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ადამიანი ცნობილი სომეხი არტისტი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის თეატრიდან მიიღეს შეტყობინება, რომ მადლიერები იქნებოდნენ კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი თუ თავისი როლების სწავლას ჩვეულებად აქცევდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის თეატრის თანამშრომლები მადლიერები იყვნენ კოტე სიმონის ძე მესხის, რადგან მისი დამსახურებით თეატრის საქმეები წარმატებულად მიდიოდა, ყველა წარმოდგენაზე დარბაზი ხალხით ივსებოდა და გასაყიდი ბილეთები არ რჩებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 თებერვალს სომხების თეატრალური დასი არტისტის ადამიანის მონაწილეობით წარმოადგენდა უილიამ შექსპირის დრამას „ჰამლეტს“.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოფიო ჩერნიაევსკი იყო ბებია ქალი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გორის მაზრაში ლეხურას ხეობაში ბებია ქალი სოფიო ჩერნიაევსკი მკურნალობდა და ასწავლიდა ხალხს თუ როგორ დაეცვათ სისუფთავე. ხეობაში თუკი ვინმე ავად გახდებოდა მას მიმართავდნენ და თითქმის უსასყიდლოდ მკურნალობდა ავადმყოფებს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 თებერვალს ბებურიშვილის განკარგულებით ძველი სენაკის მაზრების: ეკის, ნოსირის და გეჯეთის თავადაზნაურობა შეიკრიბა. მათ დაავალეს, რომ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ასაშენებლად შესაწირი გაეღოთ. ახალმოწვეულმა თავადაზნაურებმა დიდი გულუხვობა გამოიჩინეს. ასევე, კრების წევრების მესამედმა ნაწილმა ადგილზე ფული შეაგროვეს, დანარჩენებმა კი ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანხის შეტანაზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 თებერვლის გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა დავით კეზელის სტატიის „მე თუ ჩვენ? შენ თუ თქვენ?“ დასაწყისი, მიმართული გაზეთ „ივერიისა“ და მასში დაბეჭდილი ილიას ფელეტონების წინააღმდეგ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მსახიობმა ადამიანმა სომხურ სცენაზე გამართულ თავის ბენეფისზე წარმოადგინა შექსპირის პიესა „ოტელო“ ძალიან შემოკლებული ვერსიით. მან შექსპირის ავტორობა სრულიად გააქრო და დაამახინჯა წარმოდგენა.

