რეგისტრირებული ფაქტები92935
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუკიანოვი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. სანებლიძე ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ივანეს ძე კერესელიძე იყო ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ შოშიაშვილი (შოშიევი) მღვდელი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ შოშიაშვილი თბილისის ეპარქიის სამღვდელოების კრების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე იაკობის ძე მანსვეტაშვილი მღვდელი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მანსვეტოვი თბილისის ეპარქიის სამღვდელოების კრების თავმჯდომარის კანდიდატი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ სვიმონოვის თავმჯდომარეობით გაიმართა თბილისის ეპარქიის სამღვდელოების კრება, რომელზეც განიხილეს საეპარქიო საქალებო სასწავლებლისა და სანთლის ქარხნის საქმეები.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გენერალ-მაიორი იყო დიმიტრი ივანეს ძე ორბელიანი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სამხედრო სასამართლოს მთავარ სამმართველოში განიხილებოდა დიმიტრი ივანეს ძე ორბელიანის წინააღმდეგ შეტანილი საკასაციო საჩივარი. მისი უფლებადამცველი იყო სპასოვიჩი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ივანეს ძე კერესელიძის ყოველდღიური გაზეთის „ცისკრის“ ერთ-ერთ რუბრიკაში სასოფლო-სამეურნეო მოამბეში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობოდა სასარგებლო ცნობებს მამულის მოვლის შესახებ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგის ბეჭდვის საქმეთა მთავარ სამმართველოში გაგზავნეს ივანე ივანეს ძე კერესელიძის თხოვნა ყოველდღიური გაზეთის, „ცისკრის“ გამოცემის თაობაზე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შიკრიკების (ჩაფრების) უფროსი გაბარაშვილი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჩაფრების უფროსმა გაბარაშვილმა ბორჩალოში დაიჭირა ორი ყაჩაღი, რომელთაგან ერთ-ერთი ციმბირიდან გამოქცეული იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1–ლ თებერვალს სვიმონოვმა დააკავა დათაშვილი, რომელიც გასული წლის 23 თებერვალს საკატორღოდ იყო განწესებული და მეტეხის ციხიდან გაიქცა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ თ. ერისთავის ახლად გახსნილ სარდაფში იყიდებოდა კახური ღვინოები მისამართზე: სოლოლაკი, სერგიევის ქუჩა, ამირაროვის სახლი N8.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქრისტეფორე სააკოვი მეოთხე ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ალახვერდოვი მეოთხე ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტელეგრაფისტი პარმენ ლორთქიფანიძე სამუშაოდ სოხუმში გადაიყვანეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტელეგრაფისტი მოსე ყიფიანი ქუთაისიდან ზუგდიდში გადაიყვანეს სამუშაოდ.

