რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 სექტემბერს როსტოვის ტექნიკური სასწავლებლის სტუდენტ ესტატე ალექსანდრეს ძე ჩახნაშვილს სტიპენდია დაუნიშნეს.
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წლის იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგურამოს მამული იჯარით ივანე გრიგოლის ძე მაღალაშვილსა და კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ნაკაშიძეს გადაეცათ.
1884
ტიპი: ორგანიზაცია
1884 წელს ნინო ანდრონიკაშვილისა გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგურამოს მამულზე ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ მოიჯარეებმა ა. ი. კოპტევმა და ელენე სტაუგაიტისმა მამული დატოვეს. კონტრაქტი საზოგადოებასა და მოიჯარეებს შორის ნოტარიუსის წესით გაბათილდა.
1911
ტიპი: მფლობელობა
1911 წელს მოიჯარე გ. ი. ჯანდიერმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კუთვნილი საგურამოს მამული ელენე სტაუგაიტისს გადასცა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კუთვნილი საგურამოს მამული მოიჯარე ელენე სტაუგაიტისმა გამგეობის წევრ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის თანხმობით, ა. ი. კოპტევს გადასცა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგურამოს მამულის –ერთი საკუთარის, ერთიც იჯარით აღებულის – გამგებლობა ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს ებარა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს ლეიტენანტი მიხეილ გრიგოლის ძე ჯომარჯიძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს იასე ნოშრევანის ძე ჭავჭავაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიების განაწილების ახალი წესები შეიმუშავეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 6 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, იაკობ სოლომოის ძე ღულაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 6 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ახალციხის ბიბლიოთეკისთვის 30 მანეთის მიცემა გადაწყვიტეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 6 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შალვა ამირეჯიბს 1909 წლის პირველ მარტამდე გაუგრძელა სტიპენდია.

