რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიების განაწილების ახალი წესები შეიმუშავეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 6 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, იაკობ სოლომოის ძე ღულაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 6 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ახალციხის ბიბლიოთეკისთვის 30 მანეთის მიცემა გადაწყვიტეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 6 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შალვა ამირეჯიბს 1909 წლის პირველ მარტამდე გაუგრძელა სტიპენდია.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 6 ნოემბერს ფოთის გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სკოლისთვის ქართული ენის მასწავლებლის არჩევა სთხოვა. საზოგადოებამ მასწავლებლად ლავრენტი წულაძე შეარჩია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 32-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1-ლ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა: ნიკოლოზ ცხვედაძემ, იაკობ გოგებაშვილმა და გრიგოლ ყიფშიძემ — ანასტასია წერეთლისას თბილისის პირველ სამკითხველოში საქველმოქმედო საღამოს გამართვის ნება დართეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, რევაზ ერისთავმა 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, ეპისკოპოსი გაბრიელი 1881 წლიდან იხდიდა საწევროს, წლიურად 20 მანეთს.
1881
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა ვახტანგ თულაშვილმა 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1881
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა ნიკოლოზ ზუბალაშვილმა 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა, 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 48 ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა: ახალი სენაკის განყოფილებას – სენაკის, აბაშის, ნოსირისა და ონტოფოსი, ქუთაისის განყოფილებას – სიმონეთის, კურსების, ხრესილის, სვირის, სულორის, ქვიტირისა და მუხიანის. ასევე ბაქოს, კავკავისა და ბორჯომის განყოფილების ბიბლიოთეკები. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.
1881
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, მიხეილ ერისთავმა 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1886
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, ზაქარია ერისთავმა 1881 წელს საწევრო 8 მანეთი გადაიხადა, 1886 წელს – 20/ 1887 წლისთვის მას 112 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ მაქსიმე მარკოზაშვილი და ირაკლი ჭიპაშვილი არ გამოცხადდნენ მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ პეტერბურგის ქალთა საექიმო ინსტიტუტის სტუდენტ ელენე ჩიჯავაძეს სტიპენდია გაუგრძელა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 ნოემბერს სტიპენდიატმა გერონტი ქიქოძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 25 მანეთი სთხოვა. ეს თანხა შემდეგი თვის სტიპენდიებიდან გამოერიცხებოდა. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 8-დან 20 ნოემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 1208. 79 მანეთი და დაიხარჯა – 701. 49.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობის სახით მიიღო: წიგნების გაყიდვიდან შემოსული 4 მანეთი და 88 კაპიკი მარიამ ვახტანგის ასული ორბელიანისგან, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის კუთვნილი გვირგვინების გაყიდვიდან შემოსული 72 მანეთი, გიორგი აღნიაშვილის მიერ შეგროვებული 13 მანეთი, ალექსანდრე საბახტარაშვილისაგან – 4 მანეთი და 20 კაპიკი, გიორგი ნიკოლოზის ძე სალარიძისგან – 3 მანეთი.
1887
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, ანეპოდისტე მაჩაბელმა 1881 წელს გადაიხადა საწევრო 8 მანეთი, 1885 წელს კი – 20; 1887 წლისთვის მას 112 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამოცემული ჰქონდა შემდეგი წიგნები: ივანე ანდრეას ძე კრილოვის „არაკები“, ილია ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღი“, „კაცია-ადამიანი?!“ „ოთარაანთ ქვრივი“ და „მგზავრის წერილები“, ძველი წიგნების კატალოგი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილის კრებული და ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათაშვილის ლექსები.
1887
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრს, ვასილ მაჩაბელს, 1887 წლისთვის საწევრო 300 მანეთი ერთბაშად ჰქონდა გადახდილი.