საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82260

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საქველმოქმედო ბაზრიდან 453 მანეთი და 90 კაპიკი დარჩა, საქველმოქმედო წარმოდგენებიდან – 563 მანეთი და 42 კაპიკი, წიგნების ვაჭრობის მოგება შეადგენდა 4343 მანეთსა და 36 კაპიკს, საზოგადოების განყოფილების შემოსავლები – 863 მანეთსა და 23 კაპიკს.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს პოლკოვნიკი ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი ქრისტეფორე მამაცაშვილი 1881-1885 წლებში საწევროს 20 მანეთს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 40 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1887

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი ანტონ ლორთქიფანიძე 1881-1882 წლებში საწევროს 20 მანეთს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 100 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 1084. 99 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 6044. 86 და შენახული თანხა – 9502. 92.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 13 ნოემბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1887

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრ დიმიტრი მუსხელიშვილს 1887 წლისთვის საწევრო 300 მანეთი ერთბაშად ჰქონდა გადახდილი.

1887

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი ალექსანდრე მუსხელიშვილი 1881-1885 წლებში საწევროს 20-20 მანეთს იხდიდა, 1887 წლისთვის მას 40 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1887

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი პავლე თუმანიშვილი 1881-1882 და 1883 წლებში საწევროს 20 მანეთს იხდიდა, 1887 წლისთვის მას 80 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო შემონატანი შეადგენდა 1162 მანეთს, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის შემოწირულობა 83 მანეთი იყო, კახეთის მევენახეთა საზოგადოებისა – 92 მანეთი, სამეურნეო ბანკისა – 98, საზოგადოების კანცელარიისა – 100 მანეთი. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1887

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გიორგი ერისთავი 1881-82 და 1886 წლებში საწევროს 20 მანეთს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 80 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 6 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მან. გაბრიჭიძის თხოვნა სოფ. მუხურში ბიბლიოთეკის გახსნისა და ჟურნალ-გაზეთების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ ბიბლიოთეკის გასახსნელად შუამდგომლობა აღძრა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლანჩხუთის მოსახლეობის თხოვნა გურიის ბიბლიოთეკებისთვის შეწირული თანხიდან 50 მანეთის წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი დააკმაყოფილა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იოსებ ოცხელს აცნობეს, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გერმანული ენის სწავლება მეოთხე კლასიდან დაეწყოთ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს იოსებ ოცხელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გაკვეთილების ცხრილი გააცნო.

1881

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, ივანე პოლტორაცკიმ 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1881

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, ალექსანდრე პოლტორაცკიმ 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1884

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა ივანე ორბელიანმა 1884 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 60 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქუთაისში წიგნების ჩამოტარებით გაყიდვაზე უარი განაცხადა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამოცემული ჰქონდა შემდეგი წიგნები: დავით კლდიაშვილის – მოთხრობები, ვაჟა-ფშაველას – „რუხი მგელი“ და ლექსი „მოგონება“, ფილიმონ ქორიძის – ნოტები არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვის ლექსზე „ნუ მღერი ტურფავ“, „ბროლის ყელმან“, „შავი შაშვი“, „ინდი მინდი“ და „საყვარელსა განმაშორა“, ანასტასია წერეთლის თარგმანები – „კონა“ და ბულგარელი მწერლის, ცშოკეს მოთხრობა „ოქროს მოყვარულები“, ილია ჭავჭავაძის „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამოცემული ჰქონდა შემდეგი წიგნები: რუსულ–ქართული ლექსიკონი, დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზო“, ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობები, ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები და „სარჩობელაზედ“, აკაკი წერეთლის „სალამური“, სალომე მაღალაშვილის თარგმანები: ქრისტეფორე შმიდტის „მარიამი“, „მტრედი“, „მამის ერთგული“ და „სვიის გვირგვინი“.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 13 ნოემბრიდან ქუთაისის სკოლაში ისტორიის მასწავლებლად გერასიმე ცაგარეიშვილი დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 13 ნოემბერს მ. საღარაძემ ქუთაისის სკოლაში ისტორიის გაკვეთილების ჩატარებაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 13 ნოემბერს მოსე ჯანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისთვის წიგნები რეგულარულად ეთხოვებინათ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 13 ნოემბერს ბესარიონ ჩომახიძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს ხელმძღვანელად დანიშვნაზე უარი განაცხადა.