საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91163

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლ მარტს მასწავლებელი დიმიტრი გიორგის ძე ბერულავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობებს, რომ სოფელ ახუთის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის უნდა გამოგზავნონ: 8 ეგზეპლარი სახარება (ქართულ ენაზე), ძველი და ახალი აღთქმის შემოკლებული ისტორია (ქართ., რუს.) – 8, ისტორიული მოთხრობები სურათებით – 3, „დედა ენა“ – 12, „ბუნების კარი“ – 11, „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა“ (გ. კალანდაძის შედგ.) – 16, „როდნოე სლოვო“, I ნაწ. – 18, II ნაწ. – 7, როსტომაშვილის „არითმეტიკული სავარჯიშოები – 17, „სობრანიე პრიმეროვ“ (ზახაროვის შედგ.) – 19, ევტუშევსკის „ამოცანების კრებული“, ქართული თარგმანი – 14, ხოლო რუსულად – 11, მისივე II ნაწილი – 4, ამასთანავე 25 ღარიბი მოსწავლისთვის – ქართული და რუსული საწერი რვეულები, წერის დედნები, სახატავი რვეულები, ასპიდის დაფები, გრიფილები, კალმები, ფანქრები, სახაზავები და კუბიკური ყუთი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ელი მარტიდან მთავარმართებლის განკარგულებით რუსიევი თელავის მაზრის სამმართველოს რეგისტრატორად გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1 მარტიდან მთავარმართებლის განკარგულებით ხირსელოვი თელავის მაზრის სამმართველოს თარჯიმნად გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1 მარტიდან მთავარმართებლის განკარგულებით რუსიევი თელავის მაზრის სამმართველოს რეგისტრატორად გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ელი მარტიდან მთავარმართებლის განკარგულებით რუსიევი თელავის მაზრის სამმართველოს რეგისტრატორად გადაიყვანეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის პირველი მარტის გაზეთ „თეატრში“ დავით კეზელის სტატიის „მე თუ ჩვენ? შენ თუ თქვენ?“ დასასრული დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის პირველ მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 28 თებერვალს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „სამეურნეო დაბალი სკოლების შესახებ“.

1886

ტიპი: ავტორობა

პედაგოგ პეტრე სიმონის ძე მესხის ცნობით, სოფელ ნაკურალეშის (ლეჩხუმის მაზრა) სასწავლებელში ზამთრის არდადეგების შემდეგ სწავლა 1886 წლის 2 მარტს განახლდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 მარტს ადამიანცი მონაწილეობას მიიღებდა კონცერტში, რომელიც უნდა გამართულიყო პირველი კლასიკური გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ლუკას ძე ბახტაძის ფელეტონი „ჩემი აღსარება“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, სახასო სოფლებში გლეხებს მტკიცედ მიაჩნდათ, რომ მიწები თავიანთი კერძო საკუთრება იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში ორი კვირით რვა მანეთად გაიყიდებოდა მიხეილ პავლეს ძე საბინინის წიგნი „საქართველოს სამოთხე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცი წერდა, რომ პიესა „ხათაბალას“ პერსონაჟ მარგალიტას თავად ავტორი კი არ იგდებდა აბუჩად, არამედ პიესის სხვა მოქმედი პირები აღიქვამდენ მას, როგორც გასასაღებელ საქონელს. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მაყურებელი სიბრალულით უყურებდა მარგალიტას და ცრემლმორეული მთლიანად პიესას.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ბიძინა ოთარის ძე ჩოლოყაშვილი იყო თავადი.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ოთარის ძე ჩოლოყაშვილის მეუღლე იყო ანასტასია ევსევის ასული ჩოლოყაშვილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცი წერდა, რომ პიესა „ხათაბალას“ პერსონაჟის მარგალიტას შექმნისას სურდა მაყურებელში სიბრალული აღეძრა მის მიმართ, რის გამოც ეს პერსონაჟი პატიოსან და გულკეთილ ქალად გამოიყვანა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცი წერდა, აზრადაც არ მოსვლია, რომ პიესა „ხათაბალას“ პერსონაჟის მარგალიტას სახე ისე დაეხატა, თითქოს მას აბუჩად იგდებდა და არ უთანაგრძნობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცი წერდა, რომ პიესა „ხათაბალას“ შესახებ ბევრი რეცენზია დაუწერიათ, თუმცა ვალერიან ლევანის ძე გუნიას მსგავსი კრიტიკა, რაც ამ პიესის პერსონაჟ მარგალიტაზე დაწერა, არასდროს არავის უთქვამს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცი წერდა, რომ პიესა „ხათაბალას“ 20 წელი სომხურ სცენაზე თამაშობდნენ და 10 წელი კი – ქართულ სცენაზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ბატონ-ყმობის გაუქმების შემდეგ ქვეყანაში ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ამბავი იყო სოფლებში ყველა გლეხისთვის მამულების დაყოფა–განაწილება, რათა ადამიანებს თანაბრად ჰქონოდათ მიწის დამუშავების უფლება და შეძლებულ გლეხს ღარიბი არ დაეჩაგრა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, იმისათვის, რომ ყველა გლეხს თანაბრად ჰქონოდა სოფლის მიწების დამუშავების უფლება ქართლის 16 სოფელში გლეხებმა დაიწყეს მამულების გაყოფა. აქედან, 10-მა გაიყო მიწები, 2 სოფელი დაიწყებდა მალე, 4 კი – შეუდგა ამ საქმეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, იმისათვის, რომ ყველა გლეხს თანაბრად ჰქონოდა სოფლის მიწების დამუშავების უფლება თბილისის 45 სოფელში გლეხებმა დაიწყეს მამულების გაყოფა. 45 სოფლიდან 12-მა გაიყო მიწები, 11 კი – შეუდგა ამ საქმეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, იმისთვის, რომ რომელიმე გლეხი არ დაჩაგრულიყო შეძლებული გლეხისაგან და მიწის დამუშავების უფლება ყველას თანაბრად ჰქონოდა ქართლ-კახეთში, სომხეთსა და თბილისის მაზრებში დაიწყო სოფლის მამულების გადანაწილება-გაყოფა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ვინაიდან, სახასო სოფლებში არათანაბრად ნაწილდებოდა მიწები, შეძლებულ გლეხთან შედარებით ხელმოკლე გლეხი იჩაგრებოდა, ნაკვეთის დამუშავებისა და ლუკმა-პურის გარეშე რჩებოდა, ყველა გლეხი შეთანხმდა, რომ მათ შორის თანაბრად გადანაწილდებოდა სასოფლო მამულები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, ბევრმა გლეხმა აღიარა, რომ სახასო სოფელი და მისი მიწები თითოეული გლეხის საკუთრება იყო და არა რომელიმე კონკრეტული გლეხის.