რეგისტრირებული ფაქტები82249
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ბათუმის სკოლის სამზრუნველოს მისწერა, სკოლაში მოსწავლეთა რიცხვის სამასამდე გაზრდის მიზეზი ეცნობებინათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ივანე რატიშვილს გორის მაზრის სოფელ ახალქალაქში სამკითხველოს გახსნაზე ზრუნვა დაავალა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ვლადიმერ ანტონის ძე ახობაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს პლატონ ლევანის ძე გელოვანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 336. 78 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 536. 86 და შენახული თანხა – 7602.92.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 115. 81 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 1056. 86 და შენახული თანხა – 7602. 92.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 3 აპრილს ლევან ზურაბის ძე აბდუშელიშვილი და სამსონ ბაგრატის ძე თავართქილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრები გახდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს დეკანოზ დიმიტრი ხახუტაშვილის მოხსენება ელენე მუსხელიშვილის ანდერძის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 161. 58 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 536. 86 და შენახული თანხა – 7602. 92.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 897. 23 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 676. 86 და შენახული თანხა – 7602. 92.