საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91171

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ა. ს. ბახუტოვი იყო ექიმი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე კიკნაძე თბილისში ფლობდა თევზის დუქანს.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ოსიფ იურის ძე მისლიკი იყო სტავროპოლის გუბერნიის, ალექსანდროვსკის მაზრის სოფელ პადგორნოეს გლეხი.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ოსიფ იურის ძე მისლიკი იყო 59 წლის.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სალომე გაბრიელის ასული ყორღანოვისა იყო ქვრივი. მის მეუღლეს ჰქონდა „კოლეჟსკი სოვეტნიკის“ ჩინი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 25 მარტს ივანე იაგორის ძე ფითოევს სახლიდან მოპარეს 400 მანეთის ღირებულების ოქროს ბეჭედი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მარტს, გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ, საქართველოს ეგზარქოსის პეტრე ვასილის ძე ლებედევის სახლში გამართულ სადილს მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი ესწრებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მარტს გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ საქართველოს ეგზარქოსის, პეტრე ვასილის ძე ლებედევის სახლში გაიმართა სადილი, რომელზეც მიწვეულები იყვნენ გრიგოლ დადიანის ნათესავები, პატივსაცემი საერო და სასულიერო პირები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მარტს გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევას საქართველოს ეგზარქოსი პეტრე ვასილის ძე ლებედევი დაესწრო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მარტს გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევის წესის შესასრულებლად მოწვეულები იყვნენ ეპისკოპოსები გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე, ბესარიონ დადიანი, ალექსანდრე დავითის ძე ოქროპირიძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევას სიონის ტაძარში უამრავი ადამიანი დაესწრო. ყველას სურდა უიშვიათეს მოვლენას დასწრებოდა, რადგან ძალიან უხაროდათ თავიანთი საყვარელი მქადაგებლის კურთხევა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანი უმაღლესი ბრძანებით გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსად დაინიშნა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანი სიონის ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 26 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ეკონომიკური წყობა ინგლისისა“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჟდენ შაბუროვი უმცროსი მექანიკოსი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით რაჟდენ შაბუროვი ელიზავეტპოლის ტელეგრაფის სადგურზე სამუშაოდ გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით მატინოვი უმცროსი მექანიკოსი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით დავით მატინოვი ვლადიკავკაზის ტელეგრაფის სადგურზე სამუშაოდ გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე წივწივაძე IV ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ პასენკო IV ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით პეტრე წივწივაძე ბორჩალოს ტელეგრაფის სადგურის ტელეგრაფისტად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით მიხეილ პასენკო დილიჯანის ტელეგრაფის სადგურის ტელეგრაფისტად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ვასილ მარჩენკო მანგლისის ტელეგრაფის სადგურის ტელეგრაფისტად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მარჩენკო IV ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ივანე დავიდოვი თბილისის სატელეგრაფო ოლქში სამუშაოდ გადაიყვანეს.