რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 26 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 176. 71 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 314. 86 და შენახული თანხა – 9502. 92.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სამკითხველოში 1455 წიგნი ინახებოდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებასთან არსებულმა თეატრალურმა დასმა, რომლის ადმინისტრატორი იყო გიორგი მატარაძე, 29 წარმოდგენა გამართა. წარმოდგენებს სულ 8200 მაყურებელი დაესწრო, სპექტაკლების შემოსავალმა 6803 მანეთი და 89 კაპიკი შეადგინა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 322. 97 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 3064. 86 და შენახული თანხა – 9302. 92.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გრიგოლ დადიანისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის პრემიების გასანაწილებლად საისტორიო კომისიის წევრებად აირჩიეს: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანა კაპანაძის თხოვნა სოფელში დასარიგებლად სასკოლო წიგნების უფასოდ მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 28 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვერის საქველმოქმედო სკოლის გამგის მოხსენება ქართული ენის გაკვეთილების რაოდენობის გაზრდის შესახებ. გამგეობამ ეს საკითხი განსახილველად სასკოლო სექციას გადასცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 28 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ვერის საქველმოქმედო სკოლაში ქართულ ენას კვირაში რვა გაკვეთილი ჰქონდა დათმობილი.

