რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძემ საზოგადოებას 45000 მანეთი უანდერძა. ამ თანხით განსვენებულის სახელზე სამი ფონდი უნდა შექმნილიყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგობის სხდომაზე გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძეს ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის ანდერძის შესახებ ცნობების შეგროვება დაავალეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის პირველ ნოემბერს სერგი რომანოზის ძე გორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ როცა წიგნსაცავიდან ხელნაწერი ეძლეოდა ან ეგზავნებოდა ვინმეს, წიგნსაცავის დავთარში უნდა მიეთითებინათ წიგნის ნომერი, სახელწოდება, სიგრძე-სიგანის ზომა, მასალა (ქაღალდი იყო თუ პერგამენტი), ფურცელთა ან გვერდთა რაოდენობა, ყდა და ა. შ. ხოლო დასურათებული წიგნის შემთხვევაში სასურველი იყო მათი მოკლე აღწერაც, იქვე ხელი უნდა მოეწერა წიგნის წამღებს ან იმ პირს, რომელმაც წიგნი გააგზავნა.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის პირველ ნოემბერს სერგი რომანოზის ძე გორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისთვის, როგორც გამგეობისა და სამუზეუმო-საბიბლიოთეკო სექციის წევრისთვის, ქართული სამართლის ხელნაწერთა კრებულების შინ წაღების ნება დაერთოთ, რომელთა გამოცემა მას „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების“ საბჭომ დაავალა. იქვე უთითებს ხელნაწერთა ნომრებსაც: 107/ა; 107/ბ; 1275; 2565; 2807; 3066; 3356; 3682; 3683; 51; 107/გ; 206/ა, ბ, გ; 543; 1410; 1459/ა, ბ; 2316; 2691; 2771; 4580; 4798 და 4977.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე გაეცნენ თონეთის სკოლის პედაგოგის, თამარ ჯორჯაძის წერილს, რომ სკოლა შეამოწმა სახალხო სკოლის ინსპექტორმა, პავლოვმა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე თერგის ოლქის სახალხო სკოლათა დირექტორისგან მიიღეს ცნობა, რომ იგი თანახმა იყო კავკავის სკოლასთან ეკლესიის აშენების თაობაზე, ხოლო სკოლაში მეხუთე განყოფილების გახსნა იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ სკოლა ორკლასიანად გადაკეთდებოდა და დაემატებოდა მეხუთე განყოფილება. გამგეობამ ეს საკითხი აცნობა კავკავის სკოლის სამზრუნველოს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთვრამეტე სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, დავით კარიჭაშვილი და კიტა აბაშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი ივნისის საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

